გამოქვეყნებულია: 14 Oct 2025
გამომცემელი: Forbes Georgia
Maqro Development-მა თავისი ყველაზე მასშტაბური პროექტი – „მაქრო სითი თბილისი“ – სამი თვის წინ წარადგინა და მრავალფუნქციურ კომპლექსში 4,000-დან უკვე 1,000 ბინა გაყიდა. კომპანიაში ამ შედეგს სწორ სტრატეგიასა და ხედვას უკავშირებენ, რომელიც გუნდმა, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრით, წლების განმავლობაში შეიმუშავა.
ავტორი: იზა გვარამაძე
გასული ათწლეულის დასაწყისში ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. მშენებლობები უმეტესად ხარისხის ერთიანი სტანდარტის გარეშე მიმდინარეობდა, პროექტების დასრულების გარანტიები სუსტი იყო, ინფრასტრუქტურა – არასაკმარისი, ხოლო ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ ნორმებს თითქმის არ ითვალისწინებდნენ. მწირი იყო საერთაშორისო ინვესტიციაც, ადგილობრივი დეველოპერები კი, ძირითადად, მხოლოდ საცხოვრებელი ბინების გაყიდვაზე აკეთებდნენ აქცენტს და ნაკლებად ქმნიდნენ მრავალფუნქციურ გარემოს.
სწორედ ასეთ დროს, 2013 წელს, ბაზარზე გამოჩნდა Maqro Development-ი. კომპანია, რომელმაც დაინახა შესაძლებლობა, უძრავი ქონების სექტორში ახალი სტანდარტები შეეტანა – ეკოლოგიურად გააზრებული კონცეფციებით, სანდო ფინანსური მოდელითა და მომხმარებელზე მორგებული ინფრასტრუქტურით. ამ ხედვის პროდუქტია კომპანიის ყველაზე მასშტაბური, $450-მილიონიანი პროექტი „მაქრო სითი თბილისი“, რომელშიც წარდგენიდან სამ თვეში 4,000-დან 1,000 ბინა გაიყიდა.
გამოწვევებზე პასუხის გაცემა Maqro Development-მა კონკრეტული პრობლემების დანახვით დაიწყო, რომელთა წინაშეც უძრავი ქონების შერჩევისას მყიდველები დგებიან. ერთი მხრივ, საცხოვრებელი კომპლექსების მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში აგება, ტრანსპორტით გადატვითული ქუჩების, ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერის გამო, მაცხოვრებლებისთვის არაკომფორტულ გარემოს ქმნის. ასევე ხშირია საპარკინგე ადგილების დეფიციტი, რაც ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო აუარესებს.
მეორე მხრივ კი, პროექტები, რომლებიც ქალაქის აქტიური უბნებისგან მოშორებით იგება, ხშირად ვერ უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის რეკრეაციულ ზონებზე, სპორტულ და გასართობ სივრცეებზე, საბავშვო ბაღებსა თუ ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელ კომერციულ ობიექტებზე.
Maqro Development-მა ამ პრობლემების გადაჭრა კონცეფციით – „ქალაქი ქალაქში“ – განიზრახა, რომელსაც წინა პროექტებში წლების განმავლობაში ხვეწყდა. ყველაფერი „მწვანე ბუდაპეშტით“ დაიწყო, სადაც საცხოვრებელ ბინებთან ერთად 3,500 მ²-ის მწვანე ზონა, სპორტული და საბავშვო სივრცეები, ასევე კომერციული ობიექტები გაერთიანდა.
დადებითმა გამოხმაურებამ კომპანიას გზა გაუხსნა უფრო მასშტაბური პროექტისკენ – „მწვანე ალმასისკენ“, სადაც რეკრეაციული ზონა თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, დაემატა რამდენიმე აუზი, დახურული ფიტნესცენტრები და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ გამოცდილებამ მოამზადა ნიადაგი „მაქრო სითი თბილისისათვის“, რომელიც ბაზარს სრულფასოვან ურბანულ ეკოსისტემას სთავაზობს.
„ჩვენ „მაქრო სითი თბილისის“ სახით არ ვქმნით მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსს, არამედ სრულფასოვან ურბანულ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, კომერციულ ფართებს, ბიზნესცენტრებს, საერთაშორისო სასტუმროს, ასევე რეკრეაციულ ზონას, რომელიც პროექტის თითქმის ნახევარზეა განთავსებული“, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ოღუზ ქაან ქარაერი.
„მაქრო სითი თბილისში“ თითოეული კვადრატული მეტრი კომფორტსა და ფუნქციურობაზეა გათვლილი. პროექტი თანამედროვე დაგეგმარებისა და ინოვაციური სისტემების დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის შენობების თბოიზოლაციისა და რესურსების რაციონალური მოხმარების კუთხითაც. მსგავსი მიდგომები პროექტს საერთაშორისო სტანდარტებთან აკავშირებს, მაცხოვრებლებისთვის მეტ კომფორტს უზრუნველყოფს, ინვესტორებისთვის კი დამატებით ღირებულებას ქმნის.
პროექტში, რომელიც 100,000 მ²-ზე დიდ ფართობს მოიცავს, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ ზონებს ეთმობა, რაც კომპანიის მდგრადი ურბანული ხედვის ნაწილია. ეს ქალაქის მჭიდრო განაშენიანებისა და მწვანე სივრცეების დეფიციტის ფონზე პროექტს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
ამას თან ერთვის მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურა – ღია და დახურული ფიტნეს-სივრცეები, ველო- და სარბენი ბილიკები, საცურაო აუზები, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები – რაც არა მხოლოდ მაცხოვრებელთა კეთილდღეობას უწყობს ხელს, არამედ ქალაქის ეკოლოგიურ ბალანსსაც აუმჯობესებს.
საცხოვრებელი კომპლექსიდან გაუსვლელად მაცხოვრებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად გუნდმა პროექტში საბავშვო ბაღი და კომერციულ სივრცეები დაამატა. გაიზარდა საპარკინგე ადგილების რაოდენობაც.
მიუხედავად იმისა, რომ „მაქრო სითი თბილისის“ მასშტაბური ნაწილი ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ და სპორტულ ზონებს ეთმობა, ეს საცხოვრებელი ნაწილის ხარჯზე არ მომხდარა. პირიქით – სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროექტში მრავალფეროვანი ბინები წარმოადგინოს: სტანდარტული აპარტამენტები – გონივრული დაგეგმარებითა და ენერგოეფექტიანი სისტემებით, ტერასული ბინები – ხედებითა და ღია სივრცეებით, ხოლო ეზოს მქონე ბინები – ბუნებასთან სიახლოვის მეტად განცდისთვის.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი ბინების გარდა, მაღალია კომერციული და საოფისე ფართებით დაინტერესებაც. „მაქრო სითი თბილისში“ წარმოდგენილი კომერციული სივრცეები კი განთავსებულია მხოლოდ იმ ბლოკებში, რომელთა ფასადები კომპლექსის შიდა და გარე მხარეს გადაჰყურებს. „ეს გადაწყვეტილება მიზანმიმართულად იქნა მიღებული, რათა კომერციული ობიექტები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც მობინადრეებისთვის, ისე გარე მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ოღუზ ქაან ქარაერი.
კომერციული და საცხოვრებელი ზონების ფუნქციური გამიჯვნა ჰარმონიულ, დაბალანსებულ გარემოს ქმნის, რომელიც კომფორტულ საცხოვრებელ პირობებსა და ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„Maqro Development-ი მყიდველებს, „მაქრო სითი თბილისის“ სრულფასოვან ეკოსისტემასთან ერთად, მიმზიდველ ფინანსურ მოდელსაც სთავაზობს - გადახდის მოქნილი პირობებითა და გრძელვადიანი სარგებლის მიღების გარანტიით“, - აღნიშნავს ოღუზ ქაან ქარაერი. მისივე თქმით, ერთიანი გადახდისას მყიდველები 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, სხვა შემთხვევაში კი გადახდის პირობები მათ შესაძლებლობებს ინდივიდუალურად ერგება.
კომპანიას მიმზიდველი პირობები ინვესტორებისთვისაც აქვს, რომლებსაც საწყის ეტაპზე გაცილებით დაბალ ფასს სთავაზობს, ვიდრე პროექტის დასრულებისას ან შემდეგაა. „მაქრო სითი თბილისში“ ბინების ფასი $1,460-დან იწყება, თუმცა წინა პროექტების მსგავსად და უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციის შესაბამისად, მშენებლობის მიმდინარეობისას ფასები ეტაპობრივად იმატებს. ამასთან, მყიდველებს ბინები სრული რემონტით ბარდებათ. ეს მაქრო სითი თბილისის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, განსაკუთრებით ბაზარზე არსებული სარემონტო ხარჯების ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ბინები მდებარეობს კომპლექსში, სადაც სრული ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული.
ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, ამ სტრატეგიამაც გაამართლა, რაზეც მიანიშნებეს, რომ პროექტის მიმართ ინტერესს ავლენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დიასპორა და უცხოელი ინვესტორები. ეს კომპანიისთვის მრავალფეროვან ბაზას ქმნის და მის საერთაშორისო მიმზიდველობას უსვამს ხაზს. მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ამბობს, მყიდველების 50%-ზე მეტი სწორედ ინვესტორები არიან, რომლებმაც იციან, რომ პროექტი საწყის ეტაპზე უფრო მომგებიანია.
ამ ეტაპზე უკუგების მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, თუმცა „ბუდაპეშტისა“ და „მწვანე ალმასის“ გამოცდილებამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ, არსებობს მოლოდინი, რომ „მაქრო სითი თბილისში“ შემთხვევაში უკუგების დონე კიდევ უფრო მაღალი იქნება.
პროექტის საერთაშორისო მიმზიდველობაზე მეტყველებს, რომ „მაქრო სითი თბილისში“, ევროპაში სტუმარმასპინძლობის სექტორის უდიდეს კომპანია, Accor-ი შვეიცარიული Mövenpick Living-ის ბრენდირებული აპარტამენტებით იქნება წარმოდგენილი. გლობალური ბაზრის მსგავს მოთამაშესთან პარტნიორობა როგორც მომავალ მაცხოვრებლებს, ისე ინვესტორებს განუმტკიცებს რწმენას, რომ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელდება და „მაქრო სითი თბილისის“ კონკურენტულ უპირატესობას ზრდის.
ოღუზ ქაან ქარაერის თქმით, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში მნიშვნელოვან როლს Maqro Development-ს გუნდიც ასრულებს, რომელსაც არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ფინანსებისა თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. „„მაქრო სითი თბილისის“ მსგავსი პროექტის განხორციელება არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ ადგილობრივი ბაზრის, რეგულაციებისა და ურბანული დაგეგმარების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, რომლითაც ჩვენი გუნდი სექტორში გამორჩეულია“, - გვეუბნება ამის დასტურად.
ჩვენი რესპონდენტი, გუნდთან ერთად და „მაქრო სითი თბილისის“ გამოცდილებით, მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს გვპირდება. „მჯერა, Maqro Development-ი უძრავი ქონების ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ახალ სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის“, - აღნიშნავს ოღუზ ქაან ქარაერი.
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.