banner

ბინები თბილისში

დაგვიკავშირდით

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

+995

ქალაქში ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

,,მაქრო სითი თბილისი" ნოე რამიშვილის 30-ში, 100,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შენდება. პროექტი 4000 ბინას მოიცავს და მისი კონცეფცია, საცხოვრებელ სივრცესთან ერთად, რეკრეაციულ ზონებს, კომერციულ და საოფისე ფართებს აერთიანებს. პროექტის მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ბლოკები (C1, B1, C4, C9, C7, A1, A2, C3, B2) 2028, ხოლო მეორე ეტაპი 2029 წელს დასრულდება.

4 საცურაო აუზი - 1,155 მ²
4 საცურაო აუზი - 1,155 მ²

საცურაო აუზი

1697 მ
1697 მ

ველო და სარბენი ბილიკები

3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²
3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²

ჩოგბურთის კორტები

2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²
2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²

კალათბურთის მოედანი

1,120 მ²
1,120 მ²

ღია და დახურული ფიტნეს ზონა

 3,536 მ²
3,536 მ²

საბავშვო ბაღი

4 საცურაო აუზი - 1,155 მ²
4 საცურაო აუზი - 1,155 მ²

საცურაო აუზი

1697 მ
1697 მ

ველო და სარბენი ბილიკები

3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²
3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²

ჩოგბურთის კორტები

2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²
2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²

კალათბურთის მოედანი

1,120 მ²
1,120 მ²

ღია და დახურული ფიტნეს ზონა

 3,536 მ²
3,536 მ²

საბავშვო ბაღი

სრულად გარემონტებული ბინები თბილისში

ბინები თბილისში მფლობელებს სრული რემონტით გადაეცემათ. ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელ ფართში დაიგება ლამინირებული იატაკი, მოეწყობა გათბობის სისტემა (იატაკის გათბობა), შეიღებება კედლები და მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა. თითოეულ ბინაში სამზარეულო აღიჭურვება ავეჯითა და ჩასაშენებელი ტექნიკით, ღუმლით, ქურითა და გამწოვით. სველ წერტილებში კი დამონტაჟდება სანიტარული კერამიკა და ყველა სხვა საჭირო აქსესუარი.

საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად გამოიყენება B35 მარკის ბეტონი და გაზბეტონის ბლოკები. ასეთი მასალებით აგებული კონსტრუქცია 8 ბალიან მიწისძვრას უძლებს. ბინებში სითბოს შესანარჩუნებლად და ხმის იზოლაციისთვის შენობების კედლების სისქე 40 სმ-ს აღწევს.

firstsecondthirdfourth

ბინების ტიპები

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომისა და დაგეგმარების ბინებს, რომლებიც მორგებულია განსხვავებულ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე.

მომგებიანი ინვესტიცია

ერთსაძინებლიანი ბინები

ერთსაძინებლიანი ბინების ფართობი 48.06-დან 57.46 მ²-მდე მერყეობს. ეს აპარტამენტები გამოირჩევა ოპტიმალური დაგეგმარებითა და მაღალი ფუნქციურობით. ამის გამო, ასეთი ტიპის ბინები თბილისში მუდმივად ინარჩუნებს მაღალ ლიკვიდურობას. ეს ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი ფასის, დაბალი საინვესტიციო კაპიტალისა და მაღალი მოგების კოეფიციენტის გამო, ის ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია.

სტრატეგიული კაპიტალი

ორსაძინებლიანი ბინები

ორსაძინებლიანი ბინა (ფართობი 66.42-დან 85.40 მ²-მდე) კარგი არჩევანია როგორც მათთვის, ვინც საცხოვრებლად კომფორტულ სივრცეს ეძებს, ისე ინვესტორებისთვის. განცალკევებული საძინებლებისა და ფართო მისაღები ოთახის წყალობით, ასეთ ბინაში ფუნქციური ზონების მოწყობა მარტივია, მაგალითად, ერთი ოთახი შეიძლება სამუშაო კაბინეტად ან საბავშვო ოთახად გამოიყოს. მეორე მხრივ, ამ ტიპის საცხოვრებელ ფართებზე მუდმივად მაღალი მოთხოვნაა და საინვესტიციო თვალსაზრისით შეძენა მომგებიანია.

იდეალური არჩევანი ოჯახისთვის

სამსაძინებლიანი ბინები

პროექტის ექსკლუზიური ნაწილია სამსაძინებლიანი, 101.24-დან 163.11 მ²-მდე ფართობის აპარტამენტები, რომლებიც დიდი ოჯახების საჭიროებებზეა მორგებული. სამი საძინებელი მფლობელებს სივრცის მრავალმხრივად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რეპუტაცია

მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა

,,მაქრო სითი თბილისის" ტერიტორიაზე მოეწყობა ოთხი საცურაო აუზი, სამი ტენისის კორტი, ორი კალათბურთის მოედანი, ასევე ველო და სარბენი ბილიკები. ეს ინფრასტრუქტურა ჯამურად 1,687 მ² ტერიტორიას მოიცავს. ღია და დახურული ფიტნეს სივრცეებისთვის გამოყოფილია 1,120 მ², ხოლო საბავშვო ბაღისა და მოედნებისთვის — 3,536 მ².

კომპლექსის ტერიტორიაზე თბილისში პირველი Mövenpick-ის ბრენდის სასტუმრო განთავსდება. 240 ნომრიანი, შვეიცარიული სტანდარტის სასტუმროსთან ერთად, პროექტი 8,547 მ² კომერციულ და 5,441 მ² საოფისე ფართსაც აერთიანებს. ასეთი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა კომპლექსს აქცევს ადგილად, სადაც ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გადახდის პირობები

კომპანია მომხმარებელს  მრავალფეროვან, ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის მეთოდებს სთავაზობს. თითოეული გეგმა მოიცავს სამ ეტაპს: წინასწარ შენატანს, შიდა უპროცენტო განვადებას და საბოლოო შენატანს. გადახდის მეთოდის სწორი შერჩევა განსაზღვრავს, რა ოდენობის ფასდაკლებასა და სარგებელს მიიღებთ.
შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი.

USDGEL
გეგმა 2
5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:20%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:40%
გეგმა 3
7.5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:30%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:30%
გეგმა 4
10% ფასდაკლება
პირველი შენატანი:35%
განვადება:35%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:30%
გეგმა 5
10% ფასდაკლება
პირველი შენატანი:50%
განვადება:25%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:25%
გეგმა 6
12.5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:50%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:10%
გეგმა 7
15% ფასდაკლება
პირველი შენატანი:100%
განვადება:--------
ხანგრძლივობა:--------
ბოლო შენატანი:--------

ბინები თბილისში უპროცენტო შიდა განვადებით

ყველა ტიპის ფინანსურ სტრატეგიაზე მორგებული სისტემა, რომელიც უძრავი ქონების შეძენასა და მასში ინვესტირებას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს, მარტივსა და მომგებიანს ხდის.

გადახდის მრავალფეროვანი პირობები

,,მაქრო დეველოპმენტი" ბინის შეძენისას მოქნილ პირობებს გთავაზობთ. სტანდარტული გრაფიკის ნაცვლად, კომპანია მყიდველის საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ გადახდის გეგმას განიხილავს. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტი 20%-იანი პირველადი შენატანია. ამ შემთხვევაში, თანხის ძირითადი ნაწილი მშენებლობის პერიოდზე ნაწილდება, ბოლო 30% კი პროექტის დასრულებისას იფარება. შესაძლებელია პირველადი შენატანის გაზრდა და დარჩენილი თანხის შესაბამისად განაწილება.

დაზოგეთ 15%-მდე

აღსანიშნავია, რომ მოქმედებს მზარდი ფასდაკლების სისტემა. პირველადი შენატანის მოცულობის ზრდის შესაბამისად, შესაძლებელია ბინის სრული ღირებულების 5-10%-ით შემცირება. სრული თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კი მყიდველი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ხელშეკრულების გაფორმების პროცესი

ხელშეკრულების გაფორმების პროცესი გამარტივებულია. იმდენად, რომ წინარე ხელშეკრულების დადება დისტანციურადაც არის შესაძლებელი, საბოლოო რეგისტრაცია კი საჯარო რეესტრში ხდება. ბინის შეძენაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ არის, არასრულწლოვანის სახელზე რეგისტრაციისთვის კი მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის, ხელმოწერაა საჭირო.

,,მაქრო დეველოპმენტი”: გამოცდილი და სანდო კომპანია

,,მაქრო დეველოპმენტი" ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, რომლებიც ე.წ. მწვანე კონცეფციას ეფუძნება და ბაზარზე სიახლეებს ამკვიდრებს. კომპანიის პროექტები გამოირჩევა ფუნქციური დაგეგმარებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.

ამ მიდგომამ, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს ,,მწვანე ბუდაპეშტის" პროექტით დაიწყო და მოგვიანებით ,,მწვანე ალმასის" მასშტაბური კომპლექსით გაგრძელდა, კომპანია ,,მაქრო დეველოპმენტი” საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად ჩამოაყალიბა.

,,მაქრო დეველოპმენტი”: გამოცდილი და სანდო კომპანია icon

ადგილმდებარეობა

მაქრო სითი თბილისი

ნოე რამიშვილის ქუჩა 30
0179 თბილისი, საქართველო

location item icon5 წუთი სავაჭრო ცენტრამდე „ისთ ფოინთი“
location item icon8 წუთი ქალაქის ცენტრამდე
location item icon15 წუთი აეროპორტამდე

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენი გაყიდვების ოფისს.

ტელეფონი

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

+995 32 2 00 10 10

გაყიდვების ოფისი

გვეწვიეთ გაყიდვების ოფისში, გაესაუბრეთ გაყიდვების აგენტს და დაათვალიერეთ შოურუმი

ნოე რამიშვილის ქუჩა 30, თბილისი

ვებ-გვერდი

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე

maqrocitytbilisi.com