banner

ბინები მეტროსთან ახლოს

დაგვიკავშირდით

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

+995

,,მაქრო სითი თბილისი” - საცხოვრებელი კომპლექსი

ნოე რამიშვილის 30 ნომერში, 100 000 კვ.მ ფართობზე, ,,მაქრო დეველოპმენტი” ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტი მასშტაბურია და 4 000 ბინას აერთიანებს, მშენებლობა კი ორ ძირითად ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპის ბლოკები (C1, B1, C4, C9, C7, A1, A2, C3, B2) დასრულდება 2028 წლის ივნისში, მეორე ნაწილი კი 2029 წელს ჩაბარდება. ტერიტორიაზე 17 შენობა განთავსდება, 45 169 კვ.მ ფართობი კი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.

4 საცურაო აუზი - 1,155 მ²
4 საცურაო აუზი - 1,155 მ²

საცურაო აუზი

1697 მ
1697 მ

ველო და სარბენი ბილიკები

3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²
3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²

ჩოგბურთის კორტები

2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²
2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²

კალათბურთის მოედანი

1,120 მ²
1,120 მ²

ღია და დახურული ფიტნეს ზონა

 3,536 მ²
3,536 მ²

საბავშვო ბაღი

4 საცურაო აუზი - 1,155 მ²
4 საცურაო აუზი - 1,155 მ²

საცურაო აუზი

1697 მ
1697 მ

ველო და სარბენი ბილიკები

3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²
3 ჩოგბურთის კორტი - 800 მ²

ჩოგბურთის კორტები

2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²
2 კალათბურთის მოედანი - 400 მ²

კალათბურთის მოედანი

1,120 მ²
1,120 მ²

ღია და დახურული ფიტნეს ზონა

 3,536 მ²
3,536 მ²

საბავშვო ბაღი

მშენებლობის ხარისხი და სტანდარტები

მშენებლობაში გამოიყენება B35 მარკის ბეტონი და გაზბეტონის ბლოკები. ეს მასალები კონსტრუქციას სიმყარეს მატებს და ის 8 ბალიანი მიწისძვრის მიმართ მდგრადი ხდება, რაც სეისმურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობის სტაბილურობისთვის მაღალსართულიანი კორპუსები ხიმინჯებზე ამოჰყავთ, გარე პერიმეტრზე კი 40 სმ სისქის კედლები შენდება, რაც თბოიზოლაციის ფუნქციას ასრულებს.

კომფორტული თანაცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ხმის იზოლაცია, რისთვისაც ბინებს შორის 20 სმ სისქის გამყოფი კედლებია გათვალისწინებული. იმისთვის, რომ მაცხოვრებლებს ტექნიკური დისკომფორტი არ შეექმნათ, თითოეულ ბლოკს ექნება ინდივიდუალური გენერატორი და წყლის რეზერვუარი.

firstsecondthirdfourth

შეიძინეთ სრულად გარემონტებული ბინები მეტროსთან ახლოს

„მაქრო სითი თბილისში“ ბინები დასრულებული რემონტით ბარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს დახვდება დაგებული ლამინატი, შეღებილი კედლები და იატაკის გათბობის სისტემა. სამზარეულოში დამონტაჟებული იქნება ავეჯი და ჩასაშენებელი ტექნიკა, ღუმელი, ქურა და გამწოვი. აბაზანა კი სრულად აღიჭურვება სანიტარული კერამიკითა და საჭირო აქსესუარებით.  


ერთსაძინებლიანი ბინები iconმომგებიანი ინვესტიცია

ერთსაძინებლიანი ბინები

48-დან 58 კვ.მ-მდე ფართობის ბინები პრაქტიკული დაგეგმარებით გამოირჩევა, სადაც სივრცე ეფექტურადაა გადანაწილებული. მცირე კვადრატულობის მიუხედავად, საძინებელი, მისაღები და სამზარეულო ისეა განლაგებული, რომ ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა დაცული იყოს.

ამ სეგმენტის ბინები მოთხოვნადია იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც სურთ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება მინიმალური კაპიტალით დაიწყონ. ასევე, მსგავსი ტიპის ბინა გონივრული არჩევანია მათთვის, ვინც დედაქალაქში უძრავ ქონებას საინვესტიციო მიზნით ეძებს.

ორსაძინებლიანი ბინები iconსტრატეგიული კაპიტალი

ორსაძინებლიანი ბინები

იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ორზე მეტი წევრია, კარგი არჩევანია 67-დან 86 კვ.მ-მდე ფართობის ბინები. აქ ორი იზოლირებული საძინებელი და ფართო მისაღები ოთახია, რაც სივრცის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი ოთახი ფუნქციურია და ოჯახის საჭიროების მიხედვით შეიძლება მოეწყოს როგორც საბავშვო, ისე სამუშაო კაბინეტი ან სასტუმრო ოთახი. ეს მოქნილობა საშუალებას აძლევს ოჯახს, ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად, საცხოვრებელი გარემოც მარტივად მოირგოს.

სამსაძინებლიანი ბინები iconიდეალური არჩევანი ოჯახისთვის

სამსაძინებლიანი ბინები

დიდი ოჯახებისთვის პროექტში გათვალისწინებულია 101-დან 163 კვ.მ-მდე ბინები. სამი დამოუკიდებელი საძინებელი ოჯახის ყველა წევრს პერსონალური სივრცის მოწყობის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო დიდი მისაღები ოჯახური შეკრებებისთვის იქნება კომფორტული.

მსგავსი დაგეგმარება იდეალურია როგორც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ისე იმ შემთხვევებისთვის, როცა რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს.

მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა iconრეპუტაცია

მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად კომპლექსში ოთხი საცურაო აუზი, ჩოგბურთის სამი კორტი და კალათბურთის ორი მოედანი მოეწყობა. სირბილისა და ველოსიპედის მოყვარულთათვის 1 687 კვ.მ-ია გამოყოფილი, ფიტნეს სივრცეები კი 1 120 კვ.მ-ს მოიცავს. 3 536 კვ.მ-ზე განთავსდება საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები.

„მაქრო სითი თბილისში“ აშენდება 240 ნომრიანი სასტუმრო Mövenpick, რომელიც შვეიცარიული სტანდარტის მომსახურებას შესთავაზებს როგორც სტუმრებს, ისე მაცხოვრებლებს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა, რესტორანი, კაფე და სპა ცენტრი, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 8 547 კვ.მ კომერციული და 5 441 კვ.მ საოფისე ფართები.

გადახდის პირობები

კომპანია მომხმარებელს  მრავალფეროვან, ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის მეთოდებს სთავაზობს. თითოეული გეგმა მოიცავს სამ ეტაპს: წინასწარ შენატანს, შიდა უპროცენტო განვადებას და საბოლოო შენატანს. გადახდის მეთოდის სწორი შერჩევა განსაზღვრავს, რა ოდენობის ფასდაკლებასა და სარგებელს მიიღებთ.
შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი.

USDGEL
გეგმა 2
5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:20%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:40%
გეგმა 3
7.5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:30%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:30%
გეგმა 4
10% ფასდაკლება
პირველი შენატანი:35%
განვადება:35%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:30%
გეგმა 5
10% ფასდაკლება
პირველი შენატანი:50%
განვადება:25%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:25%
გეგმა 6
12.5% ფასდაკლება
პირველი შენატანი:50%
განვადება:40%
ხანგრძლივობა:37 (თვე)
ბოლო შენატანი:10%
გეგმა 7
15% ფასდაკლება
პირველი შენატანი:100%
განვადება:--------
ხანგრძლივობა:--------
ბოლო შენატანი:--------

შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის მოქნილი პირობები

გადახდის მრავალფეროვანი პირობები icon

გადახდის მრავალფეროვანი პირობები

კომპანია ბინის შეძენის მსურველებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს: პროცესი მინიმუმ 20%-იანი პირველადი შენატანით იწყება, დარჩენილი თანხა კი 29 თვეზე ნაწილდება. გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად დგება და მყიდველის შემოსავლებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს ერგება.

დაზოგეთ 15%-მდე icon

დაზოგეთ 15%-მდე

წინასწარი შენატანის მოცულობა განსაზღვრავს ფასდაკლებას, რაც 5-დან 10%-მდე მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი სრულ თანხას ერთბაშად დაფარავს, ფასდაკლება 15%-ს შეადგენს.

ხელშეკრულების გაფორმების პროცესი icon

ხელშეკრულების გაფორმების პროცესი

პროცედურები გამარტივებულია და წინარე ხელშეკრულების გაფორმება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. ბინის შეძენაზე შეზღუდვები არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. არასრულწლოვანზე ქონების გასაფორმებლად კი მშობლის ან მეურვის თანხმობაა საკმარისი.

მაქრო დეველოპმენტი: სანდო დეველოპერი

კომპანია ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა დაიწყო, მოგვიანებით კი მასშტაბური „მწვანე ალმასი“ განახორციელა. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ახალ პროექტებში აისახება, სადაც მთავარი პრიორიტეტი მაცხოვრებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.

„მაქრო სითი თბილისი“ კომპანიის ამ მიდგომის გაგრძელებაა. საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და გადახდის მოქნილი სისტემა ერთობლიობაში ქმნის პროდუქტს, რომელიც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ხარისხის მაღალ სტანდარტს აწესებს.

მაქრო დეველოპმენტი: სანდო დეველოპერი icon

ადგილმდებარეობა

მაქრო სითი თბილისი

ნოე რამიშვილის ქუჩა 30
0179 თბილისი, საქართველო

location item icon5 წუთი სავაჭრო ცენტრამდე „ისთ ფოინთი“
location item icon8 წუთი ქალაქის ცენტრამდე
location item icon15 წუთი აეროპორტამდე

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენი გაყიდვების ოფისს.

ტელეფონი

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

+995 32 2 00 10 10

გაყიდვების ოფისი

გვეწვიეთ გაყიდვების ოფისში, გაესაუბრეთ გაყიდვების აგენტს და დაათვალიერეთ შოურუმი

ნოე რამიშვილის ქუჩა 30, თბილისი

ვებ-გვერდი

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე

maqrocitytbilisi.com