გამოქვეყნებულია: 14 Oct 2026
გამომცემელი: undefined
„მაქრო სითი თბილისის“ ბლოგებში არაერთხელ ითქვა, თუ როგორ უნდა შეირჩეს საცხოვრებელი ფართი მდებარეობის, გეგმარებისა თუ ინფრასტრუქტურის მიხედვით. ამჯერად აქცენტი პროცესის მეორე და არანაკლებ საყურადღებო ნაწილზე გამახვილდება, კერძოდ, სამშენებლო კომპანიის სანდოობაზე.
ბოლო წლებში მშენებარე ბინები თბილისში მყიდველთა დიდი ნაწილის არჩევანია, რადგან დასრულებულ პროექტებთან შედარებით ამ ტიპის უძრავი ქონება გაცილებით მისაღებ ფასად იყიდება. თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმისას მყიდველი, ფაქტობრივად, დეველოპერის დაპირებას ენდობა, რომ კომპანია საცხოვრებელს დათქმულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით ჩააბარებს. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებამდე სამშენებლო კომპანიის გულდასმით შესწავლა ისეთივე აუცილებელი ეტაპია, როგორიც უშუალოდ საცხოვრებელი ფართის არჩევა.
სამშენებლო კომპანიის სანდოობაზე ყველაზე უკეთ მისი განვლილი გზა მეტყველებს. აშენებულ ობიექტებს, ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობასა და პარტნიორების ჩამონათვალს საიმედო დეველოპერი არასდროს მალავს და მუდამ ღიად უზიარებს მომხმარებელს.
„მაქრო სითი თბილისს“ სათავეში „მაქრო დეველოპმენტი“ უდგას, რომელიც ამაყობს თავისი განვლილი გზითა და დასრულებული პროექტებით. კომპანიას დედაქალაქში ორი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი, „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“ აქვს ჩაბარებული. ორივე პროექტში მთავარი აქცენტი გამწვანებულ გარემოზე გაკეთდა, ბინები კი მობინადრეებს სრული რემონტით გადაეცათ. ამ სტანდარტს კომპანია ახალ პროექტშიც ინარჩუნებს.
მეორე ნაბიჯი იურიდიული დოკუმენტაციის შემოწმებაა. პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მშენებლობის ნებართვა, ხოლო მიწის ნაკვეთის სტატუსი საჯარო რეესტრში უნდა ემთხვეოდეს დეველოპერის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მოძიება, თუმცა სანდო სამშენებლო კომპანია საჭირო დოკუმენტაციას მყიდველს მოთხოვნისთანავე უზიარებს.
იურიდიული ნაწილის შესწავლისას ასევე საყურადღებოა საკუთრების გაფორმების წესები. კერძოდ, გასარკვევია, თუ ვის სახელზე რეგისტრირდება ხელშეკრულება და დასაშვებია თუ არა ქონების შეძენა მინდობილობით, ასევე იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. როდესაც დეველოპერს იურიდიული მხარე მოწესრიგებული აქვს, მსგავს კითხვებზე პასუხებს წინასწარ ამზადებს და სტანდარტულ პროცედურებთან ერთად, სხვადასხვა ინდივიდუალურ შემთხვევასაც ითვალისწინებს.
მესამე საყურადღებო საკითხი გადახდის პირობებს უკავშირდება. ბინის შეძენისას თანხის ეტაპობრივად დაფარვის ორი ძირითადი გზა არსებობს, კერძოდ: საბანკო იპოთეკური სესხი და თავად დეველოპერის შიდა განვადება. ამ ორ მეთოდს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. შიდა განვადების დროს მყიდველი პირდაპირ სამშენებლო კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას, რის გამოც პროცესში ბანკის ჩართულობა საჭირო აღარ არის. გარდა ამისა, ასეთი გარიგება უმეტესწილად უპროცენტოა.
მსგავსი შეთავაზება მოქმედებს „მაქრო სითი თბილისშიც“. საცხოვრებელ კომპლექსში ბინები შიდა განვადებით იყიდება, გადახდის გრაფიკი კი მშენებლობის მიმდინარეობაზეა მორგებული. შესაბამისად, მყიდველი ბინის საფასურს ერთიანად არ იხდის და თანხას ნაწილ-ნაწილ ფარავს. თუმცა კომპანიასთან კომუნიკაციისას აუცილებლად უნდა დაზუსტდეს რამდენიმე კონკრეტული დეტალი. მაგალითად, რა ვადით მოქმედებს განვადება, რა მოცულობისაა პირველადი შენატანი და ერიცხება თუ არა დარჩენილ თანხას დამატებითი პროცენტი.
ადგილმდებარეობის შერჩევა თავად დეველოპერის ხედვაზეც მეტყველებს: გამოცდილი კომპანია პროექტს იმ უბანში იწყებს, სადაც ტრანსპორტი განვითარებულია და სამომავლო ზრდის პერსპექტივაც, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, აშკარად არსებობს. ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე მეტროსთან ახლოს მდებარე ბინებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. შესაბამისად, მსგავსი ფართის გაქირავება ან მომავალში გაყიდვა ბევრად უფრო ადვილია.
გამონაკლისი არც „მაქრო სითი თბილისია“, რომელიც სამგორის რაიონში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე შენდება. კომპლექსიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“ ფეხით სულ 5 წუთის სავალია, ავტომობილით აეროპორტამდე 10 წუთია საჭირო, ხოლო ქალაქის ცენტრამდე 15 წუთი. სამგორის მეტროსთან ახლოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია და რამდენიმე წელში კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ამ უბანში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებს.
ხელშეკრულების გაფორმებისას განსაკუთრებული ყურადღება დეველოპერის სამომავლო ვალდებულებებს უნდა დაეთმოს. პირველ რიგში, დოკუმენტში მკაფიოდ უნდა ეწეროს, თუ რა ხდება მშენებლობის ვადის გადაცილების შემთხვევაში. კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანია მსგავსი რისკებისთვის შესაბამის პირგასამტეხლოს წინასწარ ითვალისწინებს და ფინანსურ პასუხისმგებლობას ოფიციალურად იღებს. ამასთანავე, აუცილებელია სამშენებლო სტანდარტების გადამოწმება. კერძოდ, გასარკვევია, თუ რა ხარისხის მასალები გამოიყენება და რამდენად მდგრადია კონსტრუქცია მიწისძვრის მიმართ.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში გამწვანებულ ეზოებს, სპორტულ მოედნებსა და საბავშვო ზონებსაც მოიცავს, ამიტომ დამატებით უნდა დაზუსტდეს, თუ ვინ იზრუნებს ამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე. „მაქრო სითი თბილისში“ ამ პროცესებს სპეციალური კომპანია, „მაქრო მენეჯმენტი“ უხელმძღვანელებს.
ამრიგად, დეველოპერის შეფასება ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კომპანიის გამოცდილებას, პროექტის სამართლებრივ მხარეს, გადახდის პირობებს, ლოკაციასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ თემებზე მკაფიო და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხების მიღება საიმედოობის საუკეთესო დასტურია.
პროექტით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება „მაქრო სითი თბილისის“ გაყიდვების ოფისში შეუძლიათ. ადგილზე დეტალურად განიხილება პროექტის მახასიათებლები, ბინების ტიპები და გადახდის გეგმები.
14 Oct 2026
5 მთავარი საკითხი დეველოპერის შესახებ, რომელიც მშენებარე ბინის შეძენამდე უნდა დაზუსტდეს
12 Oct 2026
რატომ ღირს ბინა დასრულებულ კომპლექსში უფრო ძვირი, ვიდრე საწყის ეტაპზე?
11 Oct 2026
5 რჩევა მათთვის, ვინც თბილისში ოროთახიანი ბინის შეძენას გეგმავს
07 Oct 2026
რა არის ქონების ლიკვიდურობა და როგორ შეარჩიოთ ბინა, რომელიც მომავალში ადვილად გაიყიდება?
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.