გამოქვეყნებულია: 10 Mar 2026
გამომცემელი: undefined
თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის შერჩევისას ჩნდება კითხვა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პროექტი. პასუხი, თითქოს, მარტივია: ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მშენებლობის ხარისხი და ბინის დაგეგმარება. თუმცა რეალობაში ყველა ეს კომპონენტი ერთ პროექტში იშვიათად თანაარსებობს.
„მაქრო სითი თბილისი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, სადაც თითოეულ ასპექტს თანაბარი ყურადღება ეთმობა.
საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულებას დიდწილად მისი მდებარეობა განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ კონკრეტულ უბანზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მოსახერხებელია ქალაქში გადაადგილება.
„მაქრო სითი თბილისი“ სამგორის რაიონში მდებარეობს. აქედან სამგორის მეტროსადგურამდე ფეხით სულ რაღაც 5 წუთის სავალია. ავტომობილით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“ მისასვლელად 5 წუთია საჭირო, აეროპორტამდე და ქალაქის ცენტრამდე კი მხოლოდ 15 წუთი.
დღეს საცხოვრებელ ფართთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა გარემო დახვდება მაცხოვრებელს კარს მიღმა. ცხოვრების ხარისხი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კომფორტულად შეძლებს ის დასვენებასა და თავისუფალი დროის გატარებას კომპლექსის ტერიტორიაზე.
„მაქრო სითი თბილისის“ შემთხვევაში, პროექტის 100 000 კვადრატული მეტრიდან 45 169 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიის თითქმის ნახევარი გამწვანებასა და საერთო სარგებლობის სივრცეებს უკავია.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება 4 საცურაო აუზი, 3 ჩოგბურთის კორტი, 2 კალათბურთის მოედანი, ასევე ველო და სარბენი ბილიკები. გათვალისწინებულია ღია და დახურული სავარჯიშო სივრცეები, ასევე საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები.
გარდა ამისა, პროექტში 8 547 კვადრატული მეტრი კომერციულ სივრცეს, ხოლო 5 441 კვადრატული მეტრი საოფისე ფართებს დაეთმობა. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება Mövenpick Living-ის ბრენდის 240-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პირველი ამ ტიპის ობიექტია თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებს შორის.
მშენებლობის ტექნიკურ მახასიათებლებს მყიდველები ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს შენობის მდგრადობასა და მაცხოვრებლების კომფორტს.
„მაქრო სითი თბილისის“ პროექტში გამოიყენება B35 მარკის ბეტონი, ხოლო შენობები გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრაზე. გარე კედლების სისქე, თბოიზოლაციის ჩათვლით, 40 სანტიმეტრია. კედლების ასაშენებლად გამოყენებულია გაზბეტონის ბლოკი და ფუმაროლი, რაც ხმის იზოლაციასა და თბოიზოლაციას ერთდროულად უზრუნველყოფს.
ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მნიშვნელოვანია ბინების ჩაბარების პირობებიც. „მაქრო სითი თბილისში“ ბინები სრული რემონტით ბარდება, რაც მოიცავს ლამინირებულ იატაკს, იატაკის გათბობას, შეღებილ კედლებსა და ალუმინის ფანჯრებს. ბინის კომპლექტაციაში ასევე გათვალისწინებულია სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკითა და სრულად აღჭურვილი სველი წერტილები.
უძრავი ქონების შეძენას შესაძლოა არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ საინვესტიციო საფუძველიც ჰქონდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რამდენიმე მონაცემი.
საქართველოში ფიზიკური პირისთვის უძრავი ქონების შეძენა გადასახადით არ იბეგრება, ხოლო გაქირავებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. აღნიშნული პირობები რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის.
თბილისში გაქირავების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა „მაქრო დეველოპმენტის“ პროექტებში ეს მაჩვენებელი 15 აშშ დოლარამდე იზრდება. 2024 წლის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონებიდან ინვესტიციის უკუგების საშუალო მაჩვენებელი 10%-ია, ხოლო „მაქრო დეველოპმენტის“ შემთხვევებში იგი 15%-მდე აღწევს.
„მაქრო სითი თბილისში“ ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ისე შიდა უპროცენტო განვადებით. კომპანია მომხმარებელს გადახდის 7 განსხვავებულ გეგმას სთავაზობს:
პირველი გეგმა არ ითვალისწინებს ფასდაკლებას, თუმცა პირველადი შენატანი მინიმალური 10%-ია, თანხის 40% განვადებით იფარება, ხოლო დარჩენილი 50% ბოლო შენატანის სახით გადაიხდება;
მეორე გეგმა 5%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში პირველადი შენატანი 20%-ს შეადგენს, განვადება 40%-ს ფარავს, ხოლო ბოლო შენატანი 40%-ით განისაზღვრება;
მესამე გეგმა ითვალისწინებს 7.5%-იან ფასდაკლებას. პირველადი შენატანი 30%-ია, განვადებით 40% იფარება, ხოლო ბოლო შენატანი 30%-ს შეადგენს;
მეოთხე გეგმის არჩევისას მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. პირველადი შენატანი 35%-ს შეადგენს, ხოლო განვადება და ბოლო შენატანი 35%-ზე თანაბრად ნაწილდება;
მეხუთე გეგმა ასევე 10%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. პირველადი შენატანი 50%-ია, განვადება 25%-ს ფარავს, ხოლო ბოლო შენატანი 25%-ით არის განსაზღვრული;
მეექვსე გეგმა ითვალისწინებს 12.5%-იან ფასდაკლებას. პირველადი შენატანი 50%-ს შეადგენს, 40% განვადებით იფარება, ხოლო ბოლო შენატანი 10%-ია;
მეშვიდე გეგმა გულისხმობს მაქსიმალურ, 15%-იან ფასდაკლებას ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
ამრიგად, „მაქრო სითი თბილისში” ყველა ძირითადი კომპონენტი, მათ შორის ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა და გადახდის პირობები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კი არ არსებობს, არამედ ერთიან პროექტშია თავმოყრილი.
11 Mar 2026
ჯანსაღი ცხოვრების წესი: სირბილი, ცურვა და ჩოგბურთი თქვენსავე საცხოვრებელ კომპლექსში
11 Mar 2026
როგორ უნდა შეიძინოთ ბინა „მაქრო სითი თბილისში" – ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი
10 Mar 2026
რა უნდა ჰქონდეს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში?
25 Feb 2026
ბინები შიდა უპროცენტო განვადებით: რა უპირატესობები აქვს „მაქრო სითი თბილისის” შეთავაზებას
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.