სრულად გარემონტებული ბინები სამგორის მეტროსთან ახლოს
თითოეული ბინა ბარდება დასრულებული რემონტით, რაც მფლობელს დამღლელი სარემონტო სამუშაოებისგან ათავისუფლებს. ეს კონდიცია მოიცავს დაგებულ ლამინატს, შეღებილ კედლებს, მოწესრიგებულ ელექტროგაყვანილობასა და იატაკის გათბობას. დამატებით ახალმოსახლეებს სამზარეულოში დახვდებათ ჩაშენებული ავეჯი, ძირითადი ტექნიკა, ღუმელი, ქურა და გამწოვი და სრულად მოპირკეთებული აბაზანა.
შენობის მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მშენებლობის პროცესშივე იწყება, რისთვისაც გამოიყენება B35 მარკის ბეტონი და გაზბეტონის ბლოკები. ამ მასალების გამო ნაგებობას 8 ბალიანი მიწისძვრის გამძლეობა აქვს. ენერგოეფექტურობის კუთხით მნიშვნელოვანია გარე კედლების სისქე, რაც 40 სმ-ს შეადგენს და თბოიზოლაცია, რაც ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნებას უწყობს ხელს.