ერთსაძინებლიანი ბინები
ერთსაძინებლიანი ბინების ფართობი 48.06-დან 57.46 მ²-მდეა და ისინი ფუნქციური დაგეგმარებით გამოირჩევა. ეს აპარტამენტები სრული რემონტით ბარდება და განიხილება როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
საცხოვრებელი კომპლექსი ,,მაქრო სითი თბილისი” ნოე რამიშვილის ქუჩაზე შენდება და ის 100 000 მ² ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 17 შენობასა და 4000 ბინას აერთიანებს და ქმნის მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობებს გააერთიანებს.
„მაქრო სითი თბილისის“ პროექტი საქართველოში პირველად ნერგავს შვეიცარიული Mövenpick Living-ის კონცეფციას. ამრიგად, კომპლექსის ნაწილი იქნება 240 ნომრიანი სასტუმრო, რომლის სერვისებით სარგებლობა მობინადრეებსაც შეეძლებათ. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება რესტორნის, კაფეს, ფიტნეს დარბაზისა და სპას მომსახურება.
სასტუმროს სერვისების გარდა, კომპლექსის ტერიტორია გათვლილია ყველა ასაკის მაცხოვრებელზე. პროექტი მოიცავს ოთხ საცურაო აუზს, სამ ტენისის კორტს, ღია და დახურულ ფიტნეს სივრცეებს, საბავშვო ბაღს, ველო და სარბენ ბილიკებს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის თითქმის ნახევარი (45 169 კვ.მ) რეკრეაციულ ზონებს ეთმობა. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია საოფისე და კომერციული ფართებიც.
მაქრო სითი, ერთ-ერთი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, მფლობელებს ბინებს სრული რემონტით აბარებს. მათ დახვდებათ მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართი: ლამინირებული იატაკი, შეღებილი კედლები, MDF-ის შიდა კარები, ცენტრალური გათბობა და გამართული ელექტროგაყვანილობა. სამზარეულო აღიჭურვება ავეჯით, ჩასაშენებელი ღუმლით, ქურითა და გამწოვით, აბაზანაში კი დამონტაჟდება ყველა საჭირო აქსესუარი.
ერთსაძინებლიანი ბინების ფართობი 48.06-დან 57.46 მ²-მდეა და ისინი ფუნქციური დაგეგმარებით გამოირჩევა. ეს აპარტამენტები სრული რემონტით ბარდება და განიხილება როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
ორსაძინებლიანი აპარტამენტები, 66.42-დან 85.40 მ²-მდე ფართობით, გრძელვადიანი ინვესტიციისთვის არის განკუთვნილი. ასეთი ტიპის ბინები სტაბილურ, გრძელვადიან მაცხოვრებელზეა გათვლილი.
სამსაძინებლიანი ბინების ფართობი 101.24-დან 163.11 მ²-მდე მერყეობს. აპარტამენტები, რომლებიც პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, მრავალწევრიან ოჯახებზეა გათვლილი და მათ მეტ სივრცეს, ფუნქციურ დაგეგმარებასა და მშვიდ გარემოს სთავაზობს.
ეს საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში ერთ-ერთ აქტიურ უბანში, სამგორში შენდება, სადაც მთავარი სატრანსპორტო კვანძები და სავაჭრო ობიექტებია თავმოყრილი. მეტროსადგური სამგორი აქედან რამდენიმე წუთის სავალზეა, რაც ქალაქის სხვა უბნებთან მიმოსვლას აადვილებს. აქვეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც.
კომპლექსის ახლოს მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი. ამასთან, ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილამდე მისვლას ავტომობილით მცირე დრო სჭირდება. ასეთი მდებარეობა მომავალ მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ახლოს იყვნენ ქალაქის ცენტრთან და, ამავდროულად, იცხოვრონ მშვიდ და დაცულ გარემოში.
კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან, ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის მეთოდებს სთავაზობს. თითოეული გეგმა მოიცავს სამ ეტაპს: წინასწარ შენატანს, შიდა უპროცენტო განვადებას და საბოლოო შენატანს. გადახდის მეთოდის სწორი შერჩევა განსაზღვრავს, რა ოდენობის ფასდაკლებასა და სარგებელს მიიღებთ.
შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი.
„მაქრო დეველოპმენტი“ მყიდველებს სტანდარტული გრაფიკის ნაცვლად, მათ საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ გადახდის გეგმას სთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი 20%-იანი პირველადი შენატანით სარგებლობაა, რა დროსაც თანხის ძირითადი ნაწილი მშენებლობის პერიოდზე ნაწილდება, ბოლო 30% კი პროექტის დასრულებისას იფარება. პირველადი შენატანის გაზრდის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის განაწილებაც, შესაბამისად, უფრო მომგებიანი ხდება.
ასევე, პირველადი შენატანის ოდენობის მიხედვით, მოქმედებს ფასდაკლების სისტემაც. შენატანის მოცულობის შესაბამისად, ბინის სრული ღირებულება შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემცირდეს. თუ მყიდველი ღირებულებას ერთიანად დაფარავს, ის 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
გამარტივებულია ხელშეკრულების გაფორმების პროცესიც. წინასწარი ხელშეკრულების დადება დისტანციურად, საბოლოო რეგისტრაცია კი საჯარო რეესტრში ხდება. ბინის შეძენაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს, არასრულწლოვნის სახელზე რეგისტრაციისთვის კი მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერაა საჭირო.
დეველოპერული კომპანია MAQRO Development-ი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელი მოიცავს ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორებიცაა, „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური სამშენებლო ფართი 160 000 მ²-ს აღემატება და 5,600-ზე მეტ ბინას მოიცავს.
,,მაქრო დეველოპმენტი” ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, რომლებიც ე.წ. მწვანე კონცეფციას ეფუძნება და ფუნქციური დაგეგმარებით გამოირჩევა.
მაქრო სითი თბილისი
ნოე რამიშვილის ქუჩა 30
0179 თბილისი, საქართველო
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენი გაყიდვების ოფისს.
გვეწვიეთ გაყიდვების ოფისში, გაესაუბრეთ გაყიდვების აგენტს და დაათვალიერეთ შოურუმი