სტრატეგიული მდებარეობა
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ნოე რამიშვილის ქუჩიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად სულ რაღაც 15 წუთია საჭირო, ხოლო საერთაშორისო აეროპორტამდე გზას 10 წუთი სჭირდება. მათთვის კი, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, მეტრო სადგური სამგორი ფეხით 5 წუთის სავალზეა.
უბნის განვითარებული ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. მიმდებარე ტერიტორია მოიცავს ყველა საჭირო ობიექტს, იქნება ეს სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები თუ სავაჭრო ცენტრები. ეს გარემოება ოჯახებს ყოველდღიურ კომფორტს უქმნის, რადგან საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის საკითხების მოგვარება სახლიდან შორს წასვლის გარეშეა შესაძლებელი.