გამოქვეყნებულია: 17 Feb 2026
გამომცემელი: undefined
ახალ საცხოვრებელ სახლს ადამიანები სხვადასხვა პრიორიტეტის მიხედვით არჩევენ. ზოგისთვის მნიშვნელოვანი ბინის ფართობია, სხვებისთვის – გამწვანებული გარემო ან ინფრასტრუქტურა. მათთვის, ვინც ბინის ყიდვას თბილისში გეგმავს, ჩამოთვლილთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ საკითხად მაინც დრო რჩება, ანუ ის, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სამსახურამდე, სასწავლო დაწესებულებებამდე, სავაჭრო ობიექტებამდე თუ ქალაქის სხვა უბნებამდე მისვლა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რა სატრანსპორტო უპირატესობები აქვს „მაქრო სითი თბილისს“ და რამდენად სწრაფია კავშირი ქალაქის სხვადასხვა წერტილთან.
საცხოვრებელი კომპლექსი სამგორის რაიონში, ნოე რამიშვილის 30 ნომერში შენდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით მდებარეობს.
„მაქრო სითი თბილისის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან სიახლოვეა. თბილისში სანაპირო მაგისტრალი ის იშვიათი გზაა, სადაც მოძრაობა შედარებით სწრაფი და ნაკლებად შეფერხებულია.
ეს საშუალებას იძლევა, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ისე მოხდეს გადაადგილება, რომ ძველი თბილისის ვიწრო და გადატვირთული ქუჩების გავლა არ გახდეს საჭირო.
ამასთანავე, საცხოვრებელი კომპლექსი მეტროსთან ახლოს შენდება. აქედან სამგორის მეტროსადგურამდე ფეხით 5 წუთია საჭირო. მეტრო კი ქალაქში ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად მიიჩნევა და გადაადგილებისთვის საჭირო დროის პროგნოზირებაც უფრო მარტივია.
„მაქრო სითი თბილისიდან“ თავისუფლების მოედნამდე მანძილი დაახლოებით 5 კილომეტრია. როდესაც ქუჩები თავისუფალია, ამ გზის დასაფარად მანქანით 10-12 წუთიც საკმარისია. პიკის საათებში, განსაკუთრებით დილის 9-დან 10 საათამდე, მგზავრობის დრო შესაძლოა 30 წუთამდე გაიზარდოს.
საცხოვრებელი კომპლექსიდან ვაკის პარკამდე მანძილი 10 კილომეტრამდეა. ნაკლებად დატვირთული მოძრაობისას დანიშნულების ადგილას მისვლა 20-25 წუთშია შესაძლებელი. პიკის საათებში ვაკემდე მისვლას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება.
საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას, ავტომობილით მგზავრობის დრო თავისუფალ გზაზე 30-40 წუთს არ აღემატება. თუმცა, ვაკისგან განსხვავებით, აქ საცობების არიდების საუკეთესო საშუალება მეტროა. ვინაიდან საბურთალოს მიმართულებით მეტროს რამდენიმე სადგური მდებარეობს, მგზავრობა გაცილებით კომფორტულია და ნაკლები დრო სჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის დანარჩენ, ნაკლებად ცენტრალურ უბნებში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი და მეტრო ამ ტერიტორიებს სრულად ფარავს, რაც მგზავრობას მოსახერხებელს ხდის, ხოლო საკუთარი ავტომობილის ფლობის შემთხვევაში, ამ მიმართულებებით გადაადგილებისას დაბრკოლება ფაქტობრივად არ არსებობს.
„მაქრო სითი თბილისის“ მდებარეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა აეროპორტთან სიახლოვეა. ამ შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ავტომობილით დაახლოებით 15 წუთია საჭირო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აეროპორტისკენ გზა ქალაქის ცენტრის საპირისპიროდ მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლები საერთოდ არ ხვდებიან დილის ან საღამოს საცობებში.
მსგავსი მდებარეობა აქვს სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთსაც”, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ყოველდღიური საყიდლებისთვის, კინოში წასასვლელად ან გასართობად ქალაქის გადატვირთული ქუჩების გავლა აღარ არის საჭირო, რადგან ყველაფერი სახლთან ახლოსვეა ხელმისაწვდომი.
თბილისში ცხოვრების ხარისხს, დიდწილად, ის დრო განსაზღვრავს, რომელიც რუტინულ საქმეებზე იხარჯება. რეალობა ისეთია, რომ ბავშვის ბაღში მიყვანა, ვარჯიში თუ სიმწვანეში განტვირთვა ხშირად ხანგრძლივ მგზავრობასა და საცობებთან არის დაკავშირებული.
„მაქრო სითი თბილისის“ დაგეგმარებისას მთავარი ამოცანა მომავალი მაცხოვრებლებისთვის ამ დაკარგული დროის უკან დაბრუნება იყო. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონებს დასთმობოდა.
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება მოსასვენებელი და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. ამასთან ერთად, განთავსდება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, სარბენი ბილიკები და სპორტული მოედნები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბავშვო ბაღი, რომელიც დილისა თუ საღამოს საათებში მგზავრობის დროს შეამცირებს და მშობლებს სამსახურში მშვიდად წასვლის შესაძლებლობას მისცემს.
ამრიგად, „მაქრო სითი თბილისი“ აერთიანებს ხელსაყრელ ლოკაციასა და სრულყოფილ შიდა ინფრასტრუქტურას. აქედან ქალაქის ნებისმიერ უბანში მოხვედრა შეუფერხებლად არის შესაძლებელი, თუმცა კომპლექსის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ტერიტორიის დატოვება ხშირად საჭიროც აღარ არის. როცა გამწვანებული ეზო, სპორტული მოედნები და ყოველდღიური სერვისები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, დრო იზოგება, ცხოვრება კი გაცილებით მშვიდი და კომფორტული ხდება.
25 Feb 2026
ბინები შიდა უპროცენტო განვადებით: რა უპირატესობები აქვს „მაქრო სითი თბილისის” შეთავაზებას
24 Feb 2026
რატომ არის სეისმომედეგობა უძრავი ქონების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი?
17 Feb 2026
რამდენ ხანში მოხვდებით „მაქრო სითი თბილისიდან“ ქალაქის სხვადასხვა უბანში?
24 Dec 2025
Forbes Georgia
სტანდარტულ ფასდაკლებაზე მეტი: ახალი შესაძლებლობები უძრავი ქონების ბაზარზე
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.