გამოქვეყნებულია: 25 Feb 2026
გამომცემელი: undefined
უძრავი ქონების შეძენა სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელზეც ადამიანები წლების განმავლობაში ფიქრობენ, დანაზოგს აგროვებენ, აკვირდებიან ბაზარს და ისეთი შეთავაზების პოვნას ცდილობენ, რომელიც მათ ბიუჯეტს ყველაზე უკეთ მოერგება. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში საბანკო იპოთეკის ნაცვლად, ბინები შიდა უპროცენტო განვადებით მყიდველებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
შიდა განვადება, თავისი არსით, მყიდველსა და დეველოპერს შორის პირდაპირ შეთანხმებას გულისხმობს, რა დროსაც პროცესში ფინანსური ინსტიტუტი ანუ ბანკი არ მონაწილეობს. თუ ტრადიციული სესხის შემთხვევაში ბანკი ერთჯერადად ფარავს ბინის ღირებულებას, ხოლო მსესხებელი თანხას პროცენტთან ერთად აბრუნებს, შიდა განვადებისას შუამავალი რგოლი არ არსებობს. მყიდველი ღირებულებას ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გრაფიკით, უშუალოდ სამშენებლო კომპანიას უხდის. აღნიშნული მოდელი უმეტესად მშენებარე პროექტებზე ვრცელდება და გადახდის ვადად, როგორც წესი, მშენებლობის დასრულებამდე არსებული პერიოდი განისაზღვრება.
მთავარი მიზეზი, რის გამოც შიდა განვადებას ირჩევენ, ზედმეტი გადასახადისგან გათავისუფლებაა. საბანკო იპოთეკით სარგებლობისას, წლების განმავლობაში დაგროვილი საპროცენტო დანამატი იმდენად დიდია, რომ ის ბინის თავდაპირველ ფასს საგრძნობლად აჭარბებს. შიდა განვადების პირობებში კი ზუსტად იმდენის გადახდაა საჭირო, რამდენიც კონკრეტული ბინა ღირს.
ამას ემატება პროცედურული სიმარტივეც. ბანკთან ურთიერთობა რთულ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული: საჭიროა შემოსავლების დადასტურება, საკრედიტო ისტორიის დეტალური შესწავლა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მოგროვება. დეველოპერთან პირდაპირი მოლაპარაკებისას ეს ბარიერები იხსნება.
ეს შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელია სტაბილური შემოსავლის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე სრული თანხის ერთიანად დაფარვა არ სურთ ან არ შეუძლიათ. ნაცვლად იმისა, რომ მათ წლები დახარჯონ დანაზოგის შეგროვებაში და ამასობაში უძრავი ქონების გაძვირების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, ეძლევათ საშუალება, ბინის მესაკუთრეები დღესვე გახდნენ.
გარდა ამისა, ბინები შიდა უპროცენტო განვადებით საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის, ვისი საქმიანობაც ვერ ჯდება სტანდარტულ საბანკო კრიტერიუმებში. მაგალითად, მათ შორის შეიძლება იყვნენ ფრილანსერები, მცირე მეწარმეები ან ის პირები, რომელთა სამუშაო გამოცდილება იპოთეკის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი.
ბინები შიდა უპროცენტო განვადებით „მაქრო სითი თბილისის" კომპლექსში რამდენიმე მოქნილი სქემით არის შემოთავაზებული. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გადახდის მოსახერხებელ 10/40/50 მოდელს. ამ სისტემის დახმარებით მყიდველს ეძლევა საშუალება, რომ პირველ ეტაპზე ბინის ღირებულების მხოლოდ 10% დაფაროს.
მშენებლობის მიმდინარეობისას, რაც დაახლოებით 38 თვის განმავლობაში გრძელდება, მყიდველი თანდათან ფარავს თანხის კიდევ 40%-ს. დარჩენილი 50%-ის გადახდა კი მშენებლობის დასრულების ეტაპზე ხდება.
სტანდარტული მოდელის გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვა ალტერნატიულ სქემებსაც, რომლებიც სხვადასხვა მოცულობის ფასდაკლებებს ითვალისწინებს:
გეგმა 2 (5% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 20%, მშენებლობის პროცესში – 40%, დასრულებისას – 40%.
გეგმა 3 (7.5% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 30%, მშენებლობის პროცესში – 40%, დასრულებისას – 30%.
გეგმა 4 (10% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 35%, მშენებლობის პროცესში – 35%, დასრულებისას – 30%.
გეგმა 5 (10% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 50%, მშენებლობის პროცესში – 25%, დასრულებისას – 25%.
გეგმა 6 (12.5% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 50%, მშენებლობის პროცესში – 40%, დასრულებისას – 10%.
გეგმა 7 (15% ფასდაკლება): ბინის ღირებულების 100%-ის წინასწარ, სრულად დაფარვის შემთხვევაში, მყიდველი მაქსიმალური ფასდაკლებით სარგებლობს.
„მაქრო სითი თბილისი“ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დედაქალაქში, ნოე რამიშვილის ქუჩის 30 ნომერში მდებარეობს. პროექტის ჯამური ფართობი 100,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც 45,169 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას ეთმობა.
პროექტში წარმოდგენილია 4000-მდე საცხოვრებელი სივრცე, რომელთა შორის არის როგორც სტანდარტული, ისე ტერასული ტიპისა და საკუთარი ეზოს მქონე აპარტამენტები.
ბინები სრული რემონტით ბარდება, რაც სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ტექნიკითა და მოწყობილ სველ წერტილებს მოიცავს.
ტერიტორიაზე მოეწყობა 1,687 კვადრატული მეტრის ფართობის ველო და სარბენი ბილიკები, ასევე ღია და დახურული ფიტნეს სივრცეები. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 4 საცურაო აუზს, 3 ტენისის კორტს, 2 კალათბურთის მოედანს და ვრცელ საბავშვო ბაღსა და სათამაშო მოედნებს, რაც მობინადრეებისთვის ჯანსაღი და მრავალფეროვანი დასვენების შესაძლებლობას ქმნის.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას პროექტს სძენს Mövenpick Living-ის ბრენდის შვეიცარიული სტანდარტის სასტუმრო, რომლის ინფრასტრუქტურით, მათ შორის სპა ცენტრებითა და კაფე-რესტორნებით, სარგებლობის საშუალება აპარტამენტების მფლობელებსაც ექნებათ.
ბინები შიდა უპროცენტო განვადებით საშუალებას იძლევა, „მაქრო სითი თბილისის” თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის პროცესი უფრო მოქნილი და ნაკლებად სტრესული გახდეს. როცა ფინანსური ვალდებულება წინასწარ არის ცნობილი და მას არ ემატება მზარდი საპროცენტო განაკვეთები, ახალი ბინის შეძენა გაცილებით ამაღელვებელი და სასიამოვნო გამოცდილება ხდება.
25 Feb 2026
ბინები შიდა უპროცენტო განვადებით: რა უპირატესობები აქვს „მაქრო სითი თბილისის” შეთავაზებას
24 Feb 2026
რატომ არის სეისმომედეგობა უძრავი ქონების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი?
17 Feb 2026
რამდენ ხანში მოხვდებით „მაქრო სითი თბილისიდან“ ქალაქის სხვადასხვა უბანში?
24 Dec 2025
Forbes Georgia
სტანდარტულ ფასდაკლებაზე მეტი: ახალი შესაძლებლობები უძრავი ქონების ბაზარზე
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.