Опубликовано: 26 Aug 2026
Издатель: undefined
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბინა საქართველოში სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც შორეული გეგმა, არამედ როგორც რეალური და ხელმისაწვდომი ნაბიჯი. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს ჩნდება, პროცესის მიმდინარეობას ეხება: რამდენად შესაძლებელია ბინის შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება და გადახდის დაწყება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფება. საქართველოს კანონმდებლობა და უძრავი ქონების ბაზრის პრაქტიკა ამ კითხვას მკაფიო პასუხს სცემს: პროცესის უდიდესი ნაწილის დისტანციურად გავლა შესაძლებელია, ხოლო მაქრო სითი თბილისი ამისთვის ცალკე მექანიზმსაც სთავაზობს დაინტერესებულ მყიდველებს.
რატომ იზრდება ინტერესი სამშობლოში ბინის მიმართ
საქართველოში საკუთრების უფლება არ არის დამოკიდებული მოქალაქეობაზე: უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე პირი საცხოვრებელ ფართს იმავე პირობებით იძენს, რაც საქართველოს მოქალაქეს ეხება. დამატებითი ნებართვა თუ რეზიდენტობა საჭირო არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ემიგრანტებისთვის, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. საკუთრების შეძენის კუთხით მათი სტატუსი არაფრით განსხვავდება საქართველოს მოქალაქის სტატუსისგან.
ამას ემატება საგადასახადო გარემოც: საცხოვრებელი ბინის შესყიდვაზე გადასახადი არ არსებობს, ხოლო გაქირავებით მიღებული შემოსავალი 5%-იანი ერთიანი განაკვეთით იბეგრება. ბაზრის მაჩვენებლებიც მოგებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას ადასტურებს. 2025 წლის ბოლოს ბინები თბილისში გაქირავებით საშუალოდ 8,6%-იან წლიურ სარგებელს იძლეოდა, რაც ევროპის ბევრ ქალაქს აღემატება. სწორედ ეს კომბინაცია, თანასწორი უფლებები, მსუბუქი დაბეგვრა და სტაბილური სარგებლიანობა განაპირობებს იმას, რომ სამშობლოში ქონების ფლობა ემიგრანტისთვის სულ უფრო პრაქტიკულ არჩევანად იქცევა. ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამდენად შესაძლებელია მთელი პროცესის დისტანციურად წარმართვა?
რამდენად შესაძლებელია პროცესის დისტანციურად გავლა
შესყიდვის პროცესი ორ ეტაპად არის დაყოფილი, რაც დისტანციურ მყიდველში დაბნეულობას იწვევს. პირველ ეტაპზე ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ბინას მყიდველისთვის ჯავშნის და ადგენს გადახდის გრაფიკს. ეს დოკუმენტი დისტანციურად ფორმდება და საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდება. მეორე, ძირითადი ხელშეკრულება საჯარო რეესტრში ფორმდება მას შემდეგ, რაც ობიექტი ექსპლუატაციაში შედის. ეს არის ერთადერთი ეტაპი, როცა მყიდველის ან მისი წარმომადგენლის ფიზიკური თანდასწრებაა საჭირო.
აქვე არსებობს კიდევ ერთი გზა, რომლის დახმარებითაც მყიდველს ქვეყანაში ჩამოსვლა საერთოდ აღარ სჭირდება, მინდობილობით შესყიდვა. თუ სანოტარო მინდობილობაში მკაფიოდ არის მითითებული უფლებამოსილება უძრავი ქონების შესაძენად, საქართველოში მყოფ ნდობით აღჭურვილ პირს, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეგობარი თუ ადვოკატი - შეუძლია მთელი პროცესი მყიდველის ნაცვლად გაიაროს, საბოლოო რეგისტრაციის ჩათვლით. თუმცა დისტანციური შესყიდვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თავად ბინის შერჩევას ეხება: როგორ მიიღოს მყიდველმა გააზრებული გადაწყვეტილება, თუ ობიექტს თავად ვერ შეაფასებს?
დისტანციური კონსულტაცია: ბინის შერჩევა ონლაინ
სწორედ ამ საკითხზე პასუხის გასაცემად, მაქრო სითი თბილისი დაინტერესებულ მომხმარებლებს დისტანციური კონსულტაციას სთავაზობს. დაინტერესებულ პირს შეუძლია დაჯავშნოს ონლაინ შეხვედრა გაყიდვების წარმომადგენელთან, რომელიც ვიდეო ზარის მეშვეობით აჩვენებს პროექტის მაკეტს, ბინის დაგეგმარებასა და შოურუმის სივრცეს. პრაქტიკულად იმავე დეტალურობით, რაც ადგილზე ვიზიტს ახასიათებს. ამ შეხვედრის ფარგლებში განიხილება ფასები, გადახდის პირობები და ხელმისაწვდომი ბინების ჩამონათვალი, ისევე როგორც უფრო კონკრეტული საკითხები, მაგალითად, თუ რა მდგომარეობაში ბარდება ფართი ახალ მფლობელს.
ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური მყიდველისთვის: სრული რემონტით ჩაბარებული ბინები არ საჭიროებს დამატებით ვიზიტებს სარემონტო სამუშაოების საკონტროლოდ და გამზადებულ საცხოვრებელს სთავაზობს მომხმარებელს. გარემოება, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა ობიექტის რეგულარული ვიზიტი შეუძლებელია.
რა საბუთია საჭირო
დისტანციური შესყიდვისთვის საბუთების ჩამონათვალი მოკლეა და დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ ვისი სახელით ხდება რეგისტრაცია. ფიზიკური პირისთვის საკმარისია პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. მინდობილობით შესყიდვისას საჭიროა ზემოთ ხსენებული სანოტარო დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის სახელით შეძენისას, პარტნიორთა კრების ოქმი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომპანიის წესდება სხვაგვარად განსაზღვრავს. ეს ჩამონათვალი, როგორც წესი, წინასწარვე დაზუსტდება ონლაინ კონსულტაციის დროს, რაც მყიდველს პროცესის დაწყებამდე სრულ სიცხადეს აძლევს.
საქართველოში უძრავი ქონების დისტანციურად შეძენა აღარ არის გამონაკლისი შემთხვევა. ეს კარგად ჩამოყალიბებული, სანდო პრაქტიკაა, რომელსაც როგორც კანონმდებლობა, ისე ბაზრის მოთამაშეები უჭერენ მხარს. თუ სამშობლოში ბინის შეძენას გეგმავთ, ფიზიკური ჩამოსვლა ფაქტობრივად აღარ გჭირდებათ. ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია ეკრანიდან, ონლაინ კონსულტაციითა და დისტანციური ხელშეკრულებით. პირველი ნაბიჯი ამ პროცესში მაქრო სითი თბილისში ონლაინ შეხვედრის დაჯავშნაა, საიდანაც შესაძლებელია კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღება და შემდეგი ეტაპების დაზუსტება.
26 Aug 2026
ბინის შეძენა საქართველოში დისტანციურად: რას სთავაზობს მაქრო სითი თბილისი ემიგრანტებს
02 Aug 2026
Умный дом в современном жилом комплексе: комфорт, безопасность и энергоэффективность
30 Jul 2026
Каким должен быть безопасный для детей двор в современном жилом комплексе?
30 Jun 2026
Готовая или строящаяся квартира – в чем преимущества каждой?
Посетите наш объект и убедитесь сами — это не просто покупка, а разумное вложение с долгосрочной ценностью.
Просмотрите доступные предложения и запишитесь на личный осмотр, чтобы найти идеальное пространство, соответствующее вашему стилю жизни.
Откройте для себя уникальный дизайн и продуманные детали, которые превращают повседневную жизнь в персонализированный опыт.
Ознакомьтесь с брошюрой нашего проекта и узнайте, как мы переосмысливаем современную жизнь — вдохновляющим дизайном, продуманными пространствами и стилем, который действительно отражает вас.