საცხოვრებელი
საინვესტიციო

გამოქვეყნებულია: 24 Feb 2026

გამომცემელი: undefined

რატომ არის სეისმომედეგობა უძრავი ქონების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი?

თბილისში ბინის შერჩევისას, მომხმარებლის ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ვიზუალურ მხარეზე, ადგილმდებარეობასა და ხედებზე მახვილდება. ეს ბუნებრივია, რადგან ახალ სახლში გადასვლისას კომფორტსა და ესთეტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ეს შენობის სეისმური მდგრადობა ანუ სეისმომედეგობაა. 

სეისმომედეგობა არის შენობის უნარი, გაუძლოს მიწისძვრას ისე, რომ მისი კონსტრუქცია არ დაზიანდეს და მაცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნათ. სწორედ უსაფრთხოების ასეთი უმაღლესი სტანდარტების დაცვით შენდება „მაქრო სითი თბილისი“.

რატომ არის ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისში?

თბილისი სეისმური თვალსაზრისით საშუალო რისკის ზონაში მდებარეობს. სეისმოლოგიური მონაცემებით, ქალაქის უდიდესი ნაწილი 8 ბალიანი ინტენსივობის ზონას მიეკუთვნება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქალაქი ორი დიდი ტექტონიკური ფილის შეჯახების ზონაშია მოქცეული.
ეს პროცესი მუდმივია და პერიოდულად იწვევს მიწისძვრებს, რისი მაგალითიც 2002 წლის აპრილში მომხდარი შემთხვევაა, როცა სიმძლავრემ ეპიცენტრში 7 ბალი შეადგინა. ამიტომ, საცხოვრებელი კომპლექსი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმ სეისმურ აქტივობას, რომელიც ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. 

როგორ უნდა შეფასდეს შენობის სეისმური მდგრადობა?

მყიდველისთვის რთულია ტექნიკური დეტალების დამოუკიდებლად შეფასება, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, რაც შენობის ხარისხზე მეტყველებს. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს საძირკვლის ტიპს. მაღალსართულიანი შენობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი საძირკვლის არსებობა, რომელიც ვიბრაციას შთანთქავს და შენობას რხევისას ერთიანობას უნარჩუნებს.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბეტონის ხარისხია. ბეტონის მარკა განსაზღვრავს მის სიმტკიცესა და გამძლეობას წნევის მიმართ. ამიტომ, საერთაშორისო პრაქტიკით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის რეკომენდებულია მაღალი მარკის ბეტონის გამოყენება.



მაღალსართულიანი ბლოკები ,,მაქრო სითი თბილისში” ტუნელური პანელით შენდება. ხოლო დაბალსართულიანი შენობები მონოლითური რკინაბეტონის კარკასით. ორივე შემთხვევაში კონსტრუქცია ხიმინჯებზე დგას, რაც შენობის სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალსართულიანი კორპუსების შემთხვევაში.

როგორ აკმაყოფილებს „მაქრო სითი თბილისი“ სეისმური მდგრადობის სტანდარტებს?

ბინები თბილისში, „მაქრო სითის“ თანამედროვე კომპლექსში, საწყისი ეტაპიდანვე განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაიგეგმა. კომპლექსი გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე, რაც თბილისის სეისმური ზონის მოთხოვნებს პასუხობს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასალების შერჩევას. მშენებლობის პროცესში გამოიყენება B35 მარკის ბეტონი. ეს არის მასალა, რომელსაც აქვს მაღალი სიმტკიცე და გამოიყენება განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ნაგებობებისთვის.

რაც შეეხება კონსტრუქციულ ნაწილს, მაღალსართულიანი ბლოკები ხიმინჯოვან საძირკველზე დგას, ხოლო დაბალსართულიანი განაშენიანებისთვის გამოყენებულია ერთიანი ფილის, ე.წ. „მატის“ ტიპის საძირკველი. შედეგად, კომპლექსი ინარჩუნებს სიმტკიცესა და პირვანდელ ფორმას რთულ გეოლოგიურ პირობებშიც კი.  მსგავსი მიდგომა კომპანიამ Green Diamond-ის მშენებლობისასაც გამოიყენა, რომელმაც 2022 წელს მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს სრული მდგრადობა აჩვენა.

რატომ არის ეს არჩევანი გონივრული მყიდველისთვის?

სეისმურად მდგრადი ბინის შეძენა, პირველ რიგში, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. თანამედროვე სტანდარტით აშენებული სახლი ისეა დაპროექტებული, რომ მიწისძვრისას დაზიანება მხოლოდ მეორეხარისხოვან ელემენტებზე, მაგალითად, ტიხრებზე აისახება, მთავარი კარკასი კი მყარი რჩება. ეს მაცხოვრებლებს ევაკუაციისთვის საჭირო დროს აძლევს.

ფინანსური თვალსაზრისითაც, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დაზიანებული შენობის აღდგენა ან მისი სეისმური გაძლიერება გაცილებით მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე თავიდანვე სწორად აშენებული კონსტრუქცია. საინვესტიციო თვალსაზრისით, ასეთი უძრავი ქონება სტაბილური აქტივია. ხარისხიანი მშენებლობა წლების განმავლობაში არ კარგავს ღირებულებას, ნაკლებად ზიანდება ექსპლუატაციის პროცესში და მეორად ბაზარზეც მუდმივად ინარჩუნებს მაღალ ფასს.

როდესაც მაცხოვრებელი დარწმუნებულია, რომ მისი სახლი ყველა ნორმის დაცვით არის აშენებული, სეისმური აქტივობის შესახებ ცნობების გავრცელება მისთვის ნაკლებად სტრესულია. ამის გამო, ,,მაქრო სითი თბილისში”, მაცხოვრებელზე მორგებულ საცხოვრებელ კომპლექსში, უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. 

სეისმომედეგობის მიღმა – რა გამოარჩევს ,,მაქრო სითი თბილისს”

საიმედოობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, „მაქრო სითი თბილისი“ იმ გარემოზეც განსაკუთრებულად ზრუნავს, სადაც მაცხოვრებლებმა ყოველი დღე უნდა გაატარონ. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში 100 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ მასშტაბურ დასახლებას მოიცავს, სადაც ტერიტორიის თითქმის ნახევარი მწვანე სივრცეებსა და რეკრეაციულ ზონებს ეთმობა. 

პროექტის კონცეფცია ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევას ითვალისწინებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, ტენისის კორტები და სარბენი ბილიკები. ოჯახებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია იქვე არსებული საბავშვო ბაღი.

არჩევანის მრავალფეროვნება „მაქრო სითის“ კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული მშენებარე ბინები, ისე ტერასული აპარტამენტები და ბინები საკუთარი ეზოთი.

აღსანიშნავია, რომ ამ თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა შიდა უპროცენტო განვადებით არის შესაძლებელი. ,,მაქრო სითი თბილისში” გადახდის მოქნილი გრაფიკი და რამდენიმე სახის მოდელი მოქმედებს. 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ „მაქრო სითი თბილისი“ სრულად შეესაბამება სეისმომედეგობის თანამედროვე მოთხოვნებს და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს. 

იპოვე ბინა

გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.

პროექტის გალერეა

აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.

პროექტის ბროშურა

დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.