გამოქვეყნებულია: 20 May 2026
გამომცემელი: undefined
ბოლო წლებში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი რადიკალურად შეიცვალა. მაგალითად, მხოლოდ 2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში ბაზრის მოცულობა 2.6 მილიარდიდან 2.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 10.3%-იან ზრდას შეადგენს. ამის პარალელურად იზრდება ინტერესი ინვესტირების მიმართ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან.
ამ ფონზე მეტად აქტუალურია კითხვები, თუ რა ტიპის ქონებაში სჯობს ინვესტირება, რა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება ან რომელი ინვესტირების სტრატეგიაა ყველაზე მეტად შესაფერისი დამწყებთათვის.
ამ სტატიაში დეველოპერული კომპანია Maqro Development-ი სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს და მკითხველს კონკრეტულ მონაცემებთან ერთად პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც შესთავაზებს.
საინვესტიციო უძრავი ქონება არის ნებისმიერი ტიპის ფართი, რომლის შეძენის მთავარი მიზანი შემოსავლის მიღება ან კაპიტალის ზრდაა და არა საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება. ინვესტორმა შესაძლოა მიიღოს ყოველთვიური სარგებელი ფართის გაქირავებიდან ან დაელოდოს ქონების ღირებულების გაზრდას მისი შემდგომი, მომგებიანი რეალიზაციისთვის.
მსოფლიოში უძრავი ქონება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სტაბილურ საინვესტიციო აქტივად მიიჩნევა. აქციებისა და ობლიგაციებისგან განსხვავებით, ქონება ფიზიკური აქტივია, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს, თავად მართოს იგი და პირდაპირი გავლენა მოახდინოს მის ფასზე, რაც კაპიტალური ან კოსმეტიკური რემონტით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით ან შენობის საერთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით მიიღწევა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება რისკებისგან სრულად დაზღვეულია. ბაზრის რყევები, ვაკანტურობის პერიოდები თუ მოულოდნელი სარემონტო ხარჯები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენამდე საჭიროა საფუძვლიანი მომზადება, რომლის ერთ-ერთი პირველი ეტაპიც ქონების ტიპის სწორად შერჩევაა.
საცხოვრებელი ფართი საინვესტიციო საქმიანობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი ყიდულობს ბინას ან კერძო სახლს და შემდგომ მას იჯარით გასცემს. აღნიშნული მიდგომა ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მოიჯარეებთან ურთიერთობასა და ქონების მუდმივ მოვლა-პატრონობას მოითხოვს.
კომერციული ფართები, როგორებიცაა ოფისები, მაღაზიები თუ საწყობები, საინვესტიციო უძრავ ქონებად განიხილება და უფრო შემოსავლიანიცაა. თუმცა, ამ შემთხვევაში თავდაპირველი კაპიტალდაბანდებაც შედარებით დიდია.
არსებობს სასტუმრო ტიპის საინვესტიციო უძრავი ქონებაც, რომელიც ბოლო წლებში მაღალი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით თბილისის მსგავს ტურისტულად აქტიურ ქალაქებში.
ინვესტირების კიდევ ერთი ალტერნატივაა უძრავი ქონების საინვესტიციო ჯგუფები (REIGs) და ტრასტები (REITs). აღნიშნული მოდელი გულისხმობს კაპიტალის დაბანდებას იმ კომპანიებში, რომლებიც ფლობენ, მართავენ ან აფინანსებენ შემოსავლის მომტან მსხვილ ობიექტებს. ინვესტორი ყიდულობს ამ ორგანიზაციების აქციებს ან წილებს, რითაც ხდება პორტფელში არსებული ქონების თანამესაკუთრე და იღებს შესაბამის დივიდენდებს. ეს მიდგომა დამწყები ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ობიექტის მოვლა, რემონტი და მოიჯარეებთან ურთიერთობა სრულად მმართველი კომპანიის პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ასეთი კომფორტისა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება ჯერჯერობით ნაკლებად არის დამკვიდრებული.
პირველ რიგში, ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა მოქმედებს. ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების ფლობა გადასახადისგან გათავისუფლებულია, ხოლო გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ამავდროულად, ბიზნესის წამოწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს იკავებს. საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან თუ სხვა სტრატეგიულ ბაზრებთან.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, დედაქალაქი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს. 2024 წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80.5% სწორედ თბილისზე განაწილდა.
შემოსავლიანობის მაჩვენებლებიც პერსპექტიულია. 2024 წელს თბილისში საშუალო ROI 10%-ს შეადგენდა, გაქირავების საშუალო ფასი კი კვადრატულ მეტრზე 10 დოლარს აღწევდა. Maqro Development-ის პროექტებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია, კერძოდ, ROI 15%-მდეა, ხოლო ქირავნობის ფასი კვადრატულ მეტრზე 15 დოლარს აჭარბებს.
საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევა ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თბილისში რამდენიმე მიდგომის გამოყენება შეიძლება.
გრძელვადიანი იჯარა გულისხმობს ბინის შეძენას და მის გაქირავებას ხანგრძლივი ვადით. ეს სტრატეგია სტაბილურ და პროგნოზირებად შემოსავალს იძლევა. აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია იმ უბნებში, სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული და საჯარო თუ კომერციული ობიექტები ფეხით სავალ მანძილზეა.
კიდევ ერთი მიმართულებაა სასტუმრო ტიპის ინვესტიცია, რაც ტურისტებსა და ბიზნესსტუმრებზე ორიენტირებულ მოკლევადიან გაქირავებას გულისხმობს. თბილისში, სადაც ტურისტული ნაკადები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურია, ეს მიდგომა მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იგი მართვის, დასუფთავებისა და სტუმრებთან კომუნიკაციის კუთხით მეტ რესურსს მოითხოვს.
მესამე გავრცელებული სტრატეგია აქტივის ღირებულების ზრდაზეა ორიენტირებული. ეს გულისხმობს ფართის შეძენას მშენებლობის ადრეულ ეტაპზე და მის რეალიზაციას პროექტის დასრულების შემდეგ. აღნიშნული მიდგომა კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ბაზრის ღრმა ცოდნასა და დეველოპერის სანდოობის შეფასებას საჭიროებს.
„მაქრო სითი თბილისის“ მაგალითზე ინვესტორს ამ სტრატეგიებიდან სასურველის და ყველაზე მომგებიანი ვარიანტის არჩევა შეუძლია. პროექტში წარმოდგენილია როგორც საცხოვრებელი, ისე სასტუმრო ტიპის ფართები. სასტუმროს აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ Mövenpick Living-ის ინფრასტრუქტურით, მათ შორის მიმღები მომსახურებით, რესტორნით, ფიტნეს დარბაზითა და სპა ცენტრით. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამოა პროექტი მიმზიდველი სხვადასხვა მიზნის მქონე ინვესტორისთვის
სხვადასხვა საინვესტიციო მიდგომის მორგების შესაძლებლობასთან ერთად, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ერთობლიობაში ,,მაქრო სითი თბილისის” საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს.
საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩის 30 ნომერში, ქალაქის ერთ-ერთ პერსპექტიულ უბანში მდებარეობს. ობიექტი სამგორის მეტროსადგურიდან ფეხით 5 წუთის სავალზეა, ხოლო ავტომობილით აეროპორტამდე მისასვლელად 10 წუთია საჭირო. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას საშუალოდ 15 წუთი სჭირდება, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ კი კომპლექსიდან მანქანით სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა. საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, კახეთის ავტობანის პირდაპირი დაკავშირება ქალაქის შემოსასვლელთან და ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.
მდებარეობასთან ერთად მნიშვნელოვანია პროექტის მასშტაბიც. 100 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი კომპლექსი 17 შენობასა და 4 000 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. რეკრეაციულ ზონას 45 169 კვადრატული მეტრი ეთმობა, სადაც გათვალისწინებულია 4 საცურაო აუზი, 3 ტენისის კორტი, 2 კალათბურთის მოედანი, სარბენი და ველობილიკები. ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია და დახურული ფიტნეს სივრცეები, საბავშვო ბაღი და მოედნები. მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა ზრდის მოთხოვნას გაქირავებაზე.
Maqro Development-ის კიდევ ერთი უპირატესობა ბინების სრული რემონტით ჩაბარებაა. საცხოვრებელი ფართები მფლობელებს გადაეცემათ ლამინირებული იატაკით, იატაკის გათბობით, შეღებილი კედლებით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით, რომელიც მოიცავს ქურას, ღუმელსა და გამწოვს. ასევე შედის აბაზანის სრული გარნიტურა. ინვესტორისთვის ეს ნიშნავს, რომ ქონების რეალიზაცია ან გაქირავება დაუყოვნებლივ, დამატებითი ხარჯების გარეშე შეუძლია.
რაც შეეხება შეძენის პირობებს, ბინის ყიდვა შიდა უპროცენტო განვადებითა და ერთიანი გადახდის გზით არის შესაძლებელი. მინიმალური პირველადი შენატანი ქონების ღირებულების 10%-ს შეადგენს, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
უძრავ ქონებაში ინვესტირება მრავალმხრივი, რთული, თუმცა პერსპექტიული მიმართულებაა. თბილისის ბაზარი ამ კუთხით ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რაც ბაზრის მზარდი დინამიკითა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი საგადასახადო გარემოთი აიხსნება. „მაქრო სითი თბილისი“ კი Maqro Development-ის ახალი პროექტია, რომელიც კომფორტსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს საუკეთესოდ აერთიანებს.
დაინტერესების შემთხვევაში, კომპანიის გაყიდვების ოფისი მზად არის, მომხმარებელს ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
20 May 2026
საინვესტიციო უძრავი ქონება: რა არის ის, რა ტიპები არსებობს და რა შესაძლებლობებია თბილისში?
11 Mar 2026
ჯანსაღი ცხოვრების წესი: სირბილი, ცურვა და ჩოგბურთი თქვენსავე საცხოვრებელ კომპლექსში
11 Mar 2026
როგორ უნდა შეიძინოთ ბინა „მაქრო სითი თბილისში" – ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი
10 Mar 2026
რა უნდა ჰქონდეს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში?
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.