გამოქვეყნებულია: 21 Aug 2025
გამომცემელი: Georgian Today
ავტორი: კესარია კაჭარავა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურად ვითარდებოდა, რაც უმთავრესად ცენტრალურ უბნებსა და ჩრდილოეთ გარეუბნებზე ვრცელდებოდა. თუმცა, აღმოსავლეთით მდებარე სამგორის რაიონი, ქალაქის ცენტრთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დიდი ხნის განმავლობაში განუვითარებელი რჩებოდა. ეს ტენდენცია თანდათან იცვლება. ამ ცვლილების ცენტრშია მაქრო სითი თბილისი, მაქრო დეველოპმენტის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი, მრავალფუნქციური პროექტი. ქალაქში არსებული მრავალი, მხოლოდ საცხოვრებელ ფუნქციაზე ორიენტირებული პროექტისგან განსხვავებით, მაქრო სითი თბილისი აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, ბიზნეს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ Mövenpick Living-ის ბრენდს. პროექტი პოზიციონირებს არა როგორც პრემიუმ-კლასის კომპლექსი, არამედ როგორც სრულყოფილი ურბანული გარემო, რომელიც შექმნილია ერთდროულად ხელმისაწვდომობისა და მრავალფუნქციურობის პრინციპებზე.
სამგორი — პერიფერიული რაიონიდან განვითარების ზონამდე
წლების განმავლობაში სამგორი გაცილებით ნკლებად მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის თბილისის სხვა რაიონებთან ვაკესთან, საბურთალოსა და დიდ დიღომთან შედარებით. თუმცა, მისი სტრატეგიული მდებარეობა, პირდაპირი წვდომა ქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძებსა და მეტროს ხაზებზე, მას ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ურბანულ ზონად აქცევს, რომელსაც მაღალი სიმჭიდროვის, მრავალფუნქციური განაშენიანების პოტენციალი გააჩნია. სამგორში მაქრო სითი თბილისის გამოჩენა რაიონის განვითარების გარდამტეხ ცვლილებაზე მიანიშნებს. საცხოვრებელი სივრცეების, კომერციული ზონების, საოფისე ფართებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაერთიანებით, პროექტი არა მხოლოდ ახალ მაცხოვრებლებს იზიდავს, არამედ ბიზნესისა და სერვისის მომწოდებლების ყურადღებასაც იპყრობს. ამგვარმა ცვლილებამ შესაძლოა დააჩქაროს სამგორის ტრანსფორმაცია უპირატესად საცხოვრებელი და ინდუსტრიული უბნიდან, უფრო დინამიკურ და განვითარებულ ურბანულ რაიონად.
საცხოვრებელი სივრცე — სრულად გარემონტებული ბინები ხელმისაწვდომ ფასად
მაქრო სითი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი მიდგომა საცხოვრებელი ფართების მიმართ. თბილისში არსებული ახალი საცხოვრებელი პროექტების უმრავლესობისგან განსხვავებით, სადაც ბინები ნახევრად დასრულებული მდგომარეობით („მწვანე“ ან „თეთრი კარკასი“) იყიდება, მაქრო სითი თბილისი მყიდველს სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ სახლებს აბარებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და პრაქტიკულ უპირატესობას წარმოადგენს. ეს მოდელი მყიდველს სარემონტო სამუშაოების ტვირთისგან ათავისუფლებს და მნიშვნელოვნად ამცირებს შეძენის შემდგომ ხარჯებს, რაც ბინებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, როგორც პირველი საცხოვრისის მყიდველთათვის, ისე საშუალოშემოსავლიანი ოჯახებისთვის. ამასთანავე, გადახდის პირობები მაქსიმალურად მოქნილია, რაც ასახავს კომპანიის მიზანს, მოიცვას ბაზრის ფართო სეგმენტი და არა მხოლოდ პრემიუმ-კლასის მყიდველები. აღნიშნული უპირატესობების მიუხედავად, ფასები საშუალო საბაზრო სეგმენტში კონკურენტუნარიანი რჩება, განსაკუთრებით ინტეგრირებული ინფრასტრუქტურისა და დასრულებული რემონტის დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით.
არა მხოლოდ საცხოვრებელი — პროექტი უფრო ფართო ურბანული ფუნქციებით
მიუხედავად იმისა, რომ მაქრო სითი თბილისი საცხოვრებელ ბინებს მოიცავს, მისი სტრუქტურა უფრო სრულყოფილია და ფუნქციურ ურბანულ სივრცეებს აერთიანებს. კომერციული ფართები ინტეგრირებულია შენობების პირველ სართულებზე, ხოლო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ბიზნესცენტრები ემსახურება არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ მსხვილ კომპანიებსა და კორპორაციებსაც, რადგან მათ მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამედროვე, სრულად აღჭურვილ საოფისე ფართებს სთავაზობს, რომლებიც მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებს პასუხობს. ეს მრავალფუნქციურობა მხოლოდ დიზაინერული გადაწყვეტა არ არის; ის ავსებს იმ რეალურ დანაკლისს თბილისის ურბანულ დაგეგმარებაში, რომლის დროსაც მრავალ საცხოვრებელ უბანში საბაზისო სერვისები ფეხით სავალ მანძილზე ხელმისაწვდომი არ არის. ამგვარ მიდგომას შეუძლია შეამციროს მაცხოვრებლების გადაადგილების საჭიროება და ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას.
ეს, თავის მხრივ, ზრდის მომხმარებელთა ნაკადს, რაც კომერციულ კომპონენტებს უფრო სიცოცხლისუნარიანს ხდის და ხელს უწყობს სამგორის რაიონის ეკონომიკურ გააქტიურებას. შედეგად, მაქრო სითი თბილისს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამგორის, როგორც პერიფერიული რაიონის, მრავალფუნქციურ ურბანულ ზონად გარდაქმნის პროცესში, ამაღლებს რაიონის პრესტიჟს და აძლიერებს მის ეკონომიკურ ფუნქციას.
MÖVENPICK LIVING — პროექტის სტრატეგიული კომპონენტი
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია Mövenpick Living-ი. საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიული Mövenpick-ის ბრენდის სასტუმრო, რომელიც თავისი სტანდარტით ქმნის აპარტამენტების კონცეფციას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში სტუმარმასპინძლობის ბაზარი სტაბილურად იზრდებოდა, აღმოსავლეთ რაიონებში მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ოპერირებს. სამგორში Mövenpick-ის გამოჩენა რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
საერთაშორისო სასტუმრო სტანდარტები შემოაქვს რაიონში, სადაც მსგავსი სერვისების ნაკლებობაა;
იზიდავს როგორც ბიზნეს, ისე ტურისტულ ვიზიტორებს, რაც ქალაქის ცენტრის მიღმა ეკონომიკურ აქტივობას ზრდის;
ქმნის ადგილობრივ დასაქმების შესაძლებლობებს სტუმარმასპინძლობისა და მომსახურების სფეროებში;
ბრენდის ცნობადობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით რაიონს გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას მატებს.
ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა და გრძელვადიანი ღირებულება
ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით, მაქრო სითი თბილისის მსგავს, ფართომასშტაბიან პროექტებს ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. პროექტის განვითარებასთან ერთად, ის სავარაუდოდ წაახალისებს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს მიმდებარე ტერიტორიის გზების, კომუნალური სერვისებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, მსგავსად იმისა, როგორც ეს თბილისის სხვა რაიონებში განხორციელებულმა ანალოგიურმა პროექტებმა განაპირობა. ის, ასევე, გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზეც. მაშინ, როდესაც ცენტრალური უბნები კვლავ ძვირადღირებული და მეტწილად ათვისებულია, სამგორი ფასის ხელმისაწვდომობისა და განვითარების პოტენციალის იშვიათ კომბინაციას გვთავაზობს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სერვისების გაფართოების პარალელურად, გრძელვადიანი საინვესტიციო პერსპექტივა უფრო ხელსაყრელი ხდება არა მაქრო სითი თბილისის მობინადრეებისთვის, არამედ, ზოგადად, მთელი რაიონისთვის.
„ადგილი, რომელიც აერთიანებს“
პროექტი აგებულია იდეაზე — „ადგილი, რომელიც აერთიანებს“. უძრავი ქონების მარკეტინგში გავრცელებული მრავალი სლოგანისგან განსხვავებით, ეს ფრაზა სტრუქტურულ რეალობას ასახავს: მაქრო სითი თბილისი ერთ, ხელმისაწვდომ ლოკაციაზე აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, სამუშაო და ტურისტულ სივრცეებს. ამ კონცეფციას პრაქტიკული ურბანული ღირებულება აქვს. ფრაგმენტული, ერთფუნქციური ზონირების პრინციპისგან განსხვავებით, რომელიც თბილისის დიდი ნაწილისთვისაა დამახასიათებელი, ეს პროექტი უფრო ინტეგრირებული ცხოვრების წესს უწყობს ხელს. მაცხოვრებლები სამუშაო ადგილებთან, აუცილებელ სერვისებსა და მწვანე სივრცეებთან ახლოს ცხოვრობენ, ხოლო სასტუმროს არსებობა რაიონს სძენს საერთაშორისო ცნობადობას, რაც აქამდე ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა.
მნიშვნელოვანი წვლილი თბილისის ურბანულ ლანდშაფტში
მაქრო სითი თბილისი არც ფლაგმანური, პრემიუმ-კლასის ცათამბჯენია და არც ექსპერიმენტული ურბანული უტოპია. მისი მნიშვნელობა მის მასშტაბში, ფუნქციურ ინტეგრაციასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს. ელემენტებში, რომელიც თბილისის სწრაფად მზარდ უძრავი ქონების ბაზარზე სულ უფრო იშვიათი ხდება. სრულად გარემონტებული ბინების, ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის შეთავაზებით, მაქრო სითი თბილისი ხელს უწყობს სამგორის, როგორც პერიფერიული რაიონის, მრავალფუნქციურ ურბანულ ზონად გარდაქმნას. იქცევა თუ არა ის ქალაქის სხვა მიდამოებში მსგავსი პროექტებისთვის მოდელად, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ამ ეტაპზე, ის თბილისში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფართომასშტაბიან პროექტებს შორის, რომელიც ურბანულ მასშტაბს ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასთან აერთიანებს. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მას საინტერესო დასაკვირვებელ ობიექტად აქცევს როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე, ზოგადად, დეველოპერული საზოგადოებისთვის.
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.