გამოქვეყნებულია: 15 Jun 2025
გამომცემელი: Entrepreneur Georgia
Entrepreneur Georgia
ავტორი : თინათინ ლუხუტაშვილი
14 ივნისს MAQRO Development-ის ახალი, უპრეცედენტო მასშტაბის ურბანული პროექტის – "მაქრო სითი თბილისი" – ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის დეტალები და ოფიციალურად დაიწყო გაყიდვების ეტაპიც.
"მაქრო სითი თბილისი" აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭიროა - საცხოვრებელი ბინები თბილისში, საოფისე და კომერციული სივრცეები, ფართო რეკრეაციული ზონები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფიტნეს ცენტრები, საბავშვო სივრცეები და მწვანე გარემო. აქ ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ მყუდრო ბინაში ყოფნას - ესაა სივრცე, სადაც შეგიძლია იმუშაო, ივარჯიშო, დაისვენო და ოჯახთან ერთად გაატარო დრო - ყოველივე ეს ერთი კომპლექსის ფარგლებში.
კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ ახლაა იდეალური დრო ბინის შესაძენად. მშენებლობის მიმდინარეობასთან ერთად იზრდება როგორც პროექტის ღირებულება, ისე მოთხოვნაც და ეს ღირებულებაზეც აისახება. მიმდინარე ეტაპზე კვადრატული მეტრის ფასი $1,250-დან იწყება, მაგრამ მომდევნო ეტაპებზე მისი ზრდაა მოსალოდნელი. სწორედ ამაზე მიანიშნებს კომპანიის მიმდინარე კამპანიაც - "ფასები გაიზრდება", შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დრო არის ახლა.
"მაქრო სითი თბილისი" შენდება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით - ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა მეტროსადგური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ძველი თბილისის ისტორიული უბნები, პოპულარული სავაჭრო სივრცე "ისთ ფოინთი" და ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს ბინებს სამგორის მეტროსთან ახლოს.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინვესტორები, წამყვანი ბიზნესმენები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროს სპეციალისტები, პარტნიორი კომპანიები, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცნობილი სახეები.
საღამოს პროგრამა მრავალფეროვანი და სანახაობრივი იყო: მოეწყო ვიზუალური, თეატრალური და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული წარმოდგენები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად შეიქმნა გასართობი სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დრო სასიამოვნოდ და აქტიურად გაეტარებინათ სხვადასხვა თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობით.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ კულმინაციად იქცა ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" გამოსვლა, რომელმაც დინამიკური ქორეოგრაფიითა და ქართული კულტურის შთამბეჭდავი ინტერპრეტაციით დამსწრე საზოგადოებაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. გამორჩეული იყო დუეტი "ჯორჯიას" მიერ შესრულებული ახალი კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად "მაქრო სითი თბილისისთვის" შეიქმნა და პროექტის იდეას მუსიკალურად ასახავდა.
საღამო DJ-ის ენერგიულმა გამოსვლამ, რამაც სტუმრებს მხიარული და სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
🔗 - https://www.entrepreneur.com/ka/business-news/maqro-development-ma-akhali/493356
14 Oct 2026
5 მთავარი საკითხი დეველოპერის შესახებ, რომელიც მშენებარე ბინის შეძენამდე უნდა დაზუსტდეს
12 Oct 2026
რატომ ღირს ბინა დასრულებულ კომპლექსში უფრო ძვირი, ვიდრე საწყის ეტაპზე?
11 Oct 2026
5 რჩევა მათთვის, ვინც თბილისში ოროთახიანი ბინის შეძენას გეგმავს
07 Oct 2026
რა არის ქონების ლიკვიდურობა და როგორ შეარჩიოთ ბინა, რომელიც მომავალში ადვილად გაიყიდება?
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.