გამოქვეყნებულია: 24 Dec 2025
გამომცემელი: Forbes Georgia
კომპანია „მაქრო დეველოპმენტმა“ (MAQRO DEVELOPMENT) საკუთარი ფლაგმანური პროექტის, „მაქრო სითი თბილისის“ (MAQRO CITY TBILISI) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის პირობები ფუნდამენტურად შეცვალა. სპეციალური საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თავად აირჩიონ მათთვის მისაღები სტრატეგია: დაზოგონ სოლიდური თანხა ან განახორციელონ ინვესტიცია საწყისი კაპიტალის გარეშე.
ავტორი: იზა გვარამაძე
უძრავი ქონების ბაზარზე ფასდაკლება გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა იშვიათია ისეთი შეთავაზება, რომელიც მხოლოდ ფასის კორექტირებას არ გულისხმობს და გადახდის სტრუქტურას ცვლის. დღევანდელ რეალობაში, როდესაც მომხმარებლები ფინანსურ ვალდებულებებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან, პირველადი შენატანი კვლავ ერთ-ერთ მთავარ ბარიერად რჩება.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, „მაქრო დეველოპმენტმა“ ექსკლუზიური საახალწლო აქცია წარადგინა. „მაქრო დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზებით, ბინის შეძენა აღარ არის შაბლონური პროცესი; ეს არის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული გადაწყვეტილება“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ოღუზ ქაან ქარაერი.
ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ, თუმცა თანაბრად მომგებიან ალტერნატივას:
0%-იანი პირველადი შენატანი: რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ბინა „მაქრო სითი თბილისში“ საწყისი კაპიტალის გარეშე;
20%-იანი ფასდაკლება: რომელიც ვრცელდება პროექტში არსებულ ნებისმიერი ტიპისა და კვადრატულობის ბინაზე.
„ეს არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს საკუთარი ფინანსური სტრატეგია“, - აღნიშნავს ოღუზ ქაან ქარაერი. „ერთ შემთხვევაში, მყიდველები ინარჩუნებენ თავისუფალ კაპიტალს და გადახდას ეტაპობრივად იწყებენ, მეორე შემთხვევაში კი, ზოგავენ ქონების ღირებულების მეხუთედს. ეს ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას“.
შედეგად, საახალწლო პერიოდში „მაქრო სითი თბილისის“ მრავალფეროვანი უძრავი ქონება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. პროექტი 100 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრს მოიცავს და აერთიანებს სხვადასხვა ცხოვრების სტილზე მორგებულ საცხოვრებელ ფართებს: გონივრული დაგეგმარებისა და ენერგოეფექტური სისტემების მქონე სტანდარტულ ბინებს (45 კვ.მ-დან), ტერასულ აპარტამენტებს პანორამული ხედებით და საკუთარი ეზოს მქონე ბინებს.
მიმზიდველი ფინანსური მოდელის მიღმა, „მაქრო დეველოპმენტი“ სრულად ინტეგრირებულ ეკოსისტემას გვთავაზობს. კომპანიის ურბანული განვითარების ხედვის შესაბამისად, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გამწვანებულ და სარეკრეაციო სივრცეებს ეთმობა. კომპლექსი მოიცავს მრავალფეროვან სპორტულ ინფრასტრუქტურას: ღია და დახურულ ფიტნეს სივრცეებს, სარბენ და ველო ბილიკებს, საცურაო აუზებსა და სპორტულ მოედნებს. მაცხოვრებლების კომფორტისთვის პროექტში ასევე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღი და კომერციული ფართები.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი განმარტავს, მოკლევადიან აქციასთან ერთად, „მაქრო დეველოპმენტი“ მომხმარებელს გრძელვადიან ფინანსურ კომფორტსაც სთავაზობს: 42 თვემდე განვადებას 0%-იანი განაკვეთით, რაც ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს და ამარტივებს შეძენის პროცესს.
„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია არა მხოლოდ გაყიდვების დინამიკაზე, არამედ ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ეს მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში“, - აცხადებს ოღუზ ქაან ქარაერი.
საახალწლო პერიოდი ტრადიციულად სიახლეების დაგეგმვასთან ასოცირდება, „მაქრო სითი თბილისის“ შეთავაზება კი ამ იდეას პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს. გადახდის პირობების ტრანსფორმაცია მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, არჩევანი გააკეთოს თავდაჯერებულად. ვინაიდან შეთავაზება ლიმიტირებულია, დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ, დროულად ისარგებლონ ამ ექსკლუზიური პირობებით.
24 Dec 2025
Forbes Georgia
სტანდარტულ ფასდაკლებაზე მეტი: ახალი შესაძლებლობები უძრავი ქონების ბაზარზე
14 Oct 2025
Forbes Georgia
ურბანული ცხოვრების ახალი პარადიგმა
21 Aug 2025
Georgian Today
მაქრო სითი თბილისი: როგორ ცვლის მრავალფუნქციური პროექტი სამგორის როლს თბილისის ურბანულ განვითარებაში
20 Jul 2025
Forbes Property
უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.