საცხოვრებელი
საინვესტიციო

გამოქვეყნებულია: 30 Jul 2026

გამომცემელი: undefined

როგორი უნდა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო ეზო თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში?

როდესაც ოჯახები ახალ ბინას არჩევენ, იმაზეც ფიქრობენ, რამდენად დაცული იქნებიან მათი შვილები. იმის გამო, რომ პატარები დღის დიდ ნაწილს ეზოში ატარებენ, ამ სივრცის სწორად დაგეგმვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული – კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა მათ გარე საფრთხეებისგან იცავს, მშობლებს კი ზედმეტი ღელვისგან ათავისუფლებს.

დეველოპერული კომპანია Maqro Development ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ზუსტად იმ ხუთ დეტალს ითვალისწინებს, რომლებიც პატარებისთვის დაცული გარემოს შესაქმნელადაა აუცილებელი.

მანქანებისგან თავისუფალი ეზო

ეზო ბავშვებისთვის ნამდვილად უსაფრთხო რომ იყოს, სათამაშო ტერიტორია ავტომობილების აქტიური სავალი ნაწილისგან უნდა გაიმიჯნოს. ავტოტრანსპორტი გარკვეულ რისკებს მუდამ შეიცავს. ეს განსაკუთრებით რეალურია მცირეწლოვნებისთვის, რადგან მათ მანქანის სიჩქარისა და მიმართულების სათანადოდ განსაზღვრა უჭირთ.

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საინტერესოა თუ რა უნდა ჰქონდეს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისში. ასეთ შემთხვევაში ავტომობილებისთვის ძირითადად მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული. რაც შეეხება მიწისზედა ავტოსადგომებს, ისინი კომპლექსის ტერიტორიაზე ისეა გადანაწილებული, რომ სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები მაქსიმალურად დაცული დარჩეს, უშუალოდ შიდა ეზო კი ქვეითებს დაეთმოს.

გამონაკლისს არც ახალი პროექტი, „მაქრო სითი თბილისი“ წარმოადგენს, სადაც ავტოსადგომი მიწისქვეშა სივრცეშია განთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანი კომპლექსი მხოლოდ ერთ დაცულ შესასვლელს ითვალისწინებს, შიდა ტერიტორიაზე უცხო მანქანები ვერ შევლენ. შესაბამისად, პატარები იზოლირებულ, მშვიდ გარემოში შეძლებენ თამაშს.

შემოღობილი პერიმეტრი და უსაფრთხოების სისტემები

უსაფრთხოებისთვის ტერიტორიას ფიზიკური საზღვარი და კონტროლის სისტემაც სჭირდება. შემოღობილი პერიმეტრისა და ვიდეოკამერების წყალობით, სივრცეში ნებისმიერი საეჭვო ქმედება მარტივად შესამჩნევია და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება დროულად ხერხდება. ასეთ გარემოში ბავშვები უდარდელად თამაშობენ, მშობლები კი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ისვენებენ.

მშობლების სიმშვიდეს ისიც განაპირობებს, რომ მათი შვილები გაჩერებულ ლიფტში არასდროს აღმოჩნდებიან, რადგან პროექტში თითოეული მშენებარე ბინის საცხოვრებელ ბლოკს ინდივიდუალური გენერატორი მოემსახურება. ქალაქის მთავარ ქსელში ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი სადარბაზოების განათება და ლიფტები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ფუნქციური ზონების გამიჯვნა

დაცული პერიმეტრის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ეზოს შიდა დაგეგმარებას. როდესაც დასვენებისთვის, სპორტისა და ბავშვების თამაშისთვის განკუთვნილი ადგილები საერთო სივრცეშია მოწყობილი, პატარების დაშავების საფრთხე იზრდება. ასეთ გარემოში დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს მოედნიდან გადმოვარდნილი ბურთი მოხვდება, ან მას მორბენალი ადამიანი შეეჯახება. უსიამოვნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში სივრცეები ერთმანეთისგან იმიჯნება.

„მაქრო სითი თბილისის“ პროექტში სარეკრეაციო ტერიტორია თითქმის 50 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და ისეა განაწილებული, რომ მობინადრეებმა დასვენებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები ცალკე სივრცეშია მოწყობილი და 3 536 კვ.მ ფართობს იკავებს. სპორტის მოყვარულებისთვის კალათბურთის ორი მოედანი და ჩოგბურთის სამი კორტი დამოუკიდებელ ადგილას მდებარეობს, სირბილისა და ველოსიპედით სეირნობისთვის კი 1 687 მ სიგრძის სპეციალური ბილიკებია გამოყოფილი.

საცხოვრებელი კომპლექსის საცურაო აუზების ტერიტორიაზე პატარებისთვის ცალკე საბავშვო აუზი და სპეციალური ზონა მოეწყობა. აქ მშვიდ გარემოსა და ბავშვების დაცულობაზე უსაფრთხოების თანამშრომელი მუდმივად იზრუნებს.

ხილვადობა და ბუნებრივი მეთვალყურეობა

საბავშვო სივრცის დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რამდენად კარგად ჩანს ეზო საცხოვრებელი კორპუსიდან. ამიტომ, ბავშვებისთვის განკუთვნილი მოედნები ისე უნდა განლაგდეს, რომ მშობლებმა საკუთარი აივნებიდან შვილებს თვალი მარტივად ადევნონ. იმისთვის, რომ პატარები მუდმივად ხედვის არეალში იყვნენ, სათამაშო ტერიტორიას წინ არაფერი უნდა ეფარებოდეს, დაბინდებისას კი სივრცე განათებული უნდა იყოს.

„მაქრო სითი თბილისის“ პროექტში საბავშვო სივრცეები ეზოს ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა. ასეთი განლაგების წყალობით, სათამაშო ტერიტორია ყველა მხრიდან კარგად გამოჩნდება და მშობლები ბავშვებს თვალს საკუთარი ბინიდანაც თავისუფლად მიადევნებენ.

შიდა ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპლექსიდან გასვლის საჭიროებას ამცირებს

მშობლები გაცილებით მშვიდად არიან, როცა ბავშვის ბაღში ტარება შორ მანძილზე და გადატვირთული ქუჩების გადაკვეთა აღარ უწევთ. როდესაც ბაღი პირდაპირ საცხოვრებელ ეზოშია, ეს პრობლემა თავისთავად იხსნება. სახლიდან ბაღამდე მთელი გზა დაცულ შიდა ტერიტორიაზე გადის, ამიტომ პატარებს მოძრავ ტრანსპორტთან შეხება საერთოდ აღარ უწევთ.

„მაქრო სითი თბილისის“ პროექტში საბავშვო ბაღი თავად კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება. სათამაშო მოედნებთან ერთად, შიდა სივრცეში განთავსდება საცურაო აუზები, მოსასვენებელი ადგილები და სასეირნო ბილიკები. რადგან პატარებისთვის საინტერესო ყველა ადგილი ერთ დაცულ ტერიტორიაზე მოიყრის თავს, ოჯახებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის ეზოდან გასვლა თითქმის აღარ მოუწევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბინები მეტროსთან ახლოს მდებარეობს და კომპლექსის მომავალ მობინადრეებს დედაქალაქის ნებისმიერ წერტილში სწრაფი და კომფორტული გადაადგილება შეეძლებათ. 

საბოლოო ჯამში, პროექტი ბავშვებისთვის უვნებელი გარემოს შესაქმნელად ყველა აუცილებელ დეტალს ითვალისწინებს. ტრანსპორტისგან იზოლირებული ტერიტორია, უწყვეტი მეთვალყურეობა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მშობლებს ზედმეტი ნერვიულობისგან ათავისუფლებს. 

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობებით მოქმედებს ბინებზე შიდა განვადება, დაინტერესებულ ოჯახებს შეუძლიათ გაყიდვების ოფისს ესტუმრონ, სადაც მათ მომავალი საცხოვრებლის შერჩევაში დახმარებას გაუწევენ.

იპოვე ბინა

გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.

პროექტის გალერეა

აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.

პროექტის ბროშურა

დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.