გამოქვეყნებულია: 15 Jun 2025
გამომცემელი: Marketer.ge
2025 წლის 14 ივნისს საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია MAQRO Development-მა ოფიციალურად წარადგინა უპრეცედენტო მასშტაბის ახალი ურბანული პროექტი – „მაქრო სითი თბილისი“. პრეზენტაცია გრანდიოზულად გაიმართა და მოიცავდა როგორც პროექტის წარდგენას, ისე გაყიდვების საწყისი ეტაპის გამოცხადებას.
„მაქრო სითი თბილისი – ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენ ვაშენებთ კონცეპტუალურ ურბანულ პროექტებს, რომლებიც, პირველ რიგში, აერთიანებს ადამიანებს, მათ განსხვავებულ ისტორიებს, კულტურასა და ხედვებს. სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა მაქრო სითი თბილისი”, – განაცხადა MAQRO Development-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიამ გოგოხიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დეველოპმენტისა და არქიტექტურის სფეროს პროფესიონალები, პარტნიორი კომპანიები და კულტურის სფეროს ცნობადი სახეები. საღამო გამორჩეული იყო ვიზუალური, მუსიკალური და თეატრალური ელემენტებით.
მთავარ სცენაზე შედგა ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ შთამბეჭდავი წარმოდგენა, ხოლო დუეტმა „ჯორჯიამ“ პროექტის თემატური ჰიმნი შეასრულა, რომელიც სპეციალურად მაქრო სითი თბილისისთვის დაიწერა.
ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ პატარა სტუმრებიც, ამიტომ ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ზონა დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობდა მათ.
პროექტის პრეზენტაცია DJ-ს ენერგიული გამოსვლით დასრულდა.
პრეზენტაციაზე მაქრო სითი თბილისის უპირატესობებსა და საინვესტიციო ღირებულებაზე „მაქრო ჯგუფის” ბორდის წევრმა, ემრაჰ უჩარმაც ისაუბრა და შეაფასა, თუ რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა Maqro-ს ახალ პროექტში ინვესტირება:
„პროექტი 100 000 კვადრატულ მეტრზე აშენდება, საცხოვრებელი კომპლექსი 19 ბლოკს მოიცავს, კონსტრუქციის საერთო ფართობი კი 350 000 კვადრატული მეტრი იქნება. ყველაფრის ძირეული იდეა ისაა, რომ პროექტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს – ეს მთავარია და სწორედ ამიტომ გვაქვს გადახდის მოქნილი პირობები.
ამ ბიზნესში და ქვეყნის წამყვანი პროექტების დეველოპმენტში დიდი გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, მომხმარებლის თუ სტუმრის გადმოსახედიდან, ჩვენი პროექტი ძალიან მარტივად მისაწვდომია, საინვესტიციო ამონაგებს კი მოკლე პერიოდში იძლევა. სწორედ ეს არის, რასაც უკვე ზედიზედ მეთორმეტე წელია ბაზარს ვთავაზობთ, სწორედ ამიტომ დებენ ჩვენთან ინვესტიციას”, – განაცხადა ემრაჰ უჩარმა.
ის, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ:
მშენებლობის ფართობი: 100,000 მ²
საერთო კონსტრუქციული მოცულობა: 350,000 მ²
ბლოკების რაოდენობა: 19
კვ.მ-ის საწყისი ფასი: $1,250
შიდა, უპროცენტო განვადება
პირველადი შენატანი: 20%-დან
თვიური გადახდა: $900-დან
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ MAQRO Development-მა ჩაუშვა კამპანია „ფასები გაიზრდება”, რომლის მთავარი იდეაც ისაა, რომ რაც უფრო ადრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო ოპტიმალურ ფასად შეძლებთ თილისში ბინის შეძენას. ეს გზავნილი სწორედ მაქრო სითი თბილისის პროექტის ჩაშვებასთან იყო დაკავშირებული.
🔗 - https://www.marketer.ge/maqro-development-maqro-city-tbilisi/
14 Oct 2026
5 მთავარი საკითხი დეველოპერის შესახებ, რომელიც მშენებარე ბინის შეძენამდე უნდა დაზუსტდეს
12 Oct 2026
რატომ ღირს ბინა დასრულებულ კომპლექსში უფრო ძვირი, ვიდრე საწყის ეტაპზე?
11 Oct 2026
5 რჩევა მათთვის, ვინც თბილისში ოროთახიანი ბინის შეძენას გეგმავს
07 Oct 2026
რა არის ქონების ლიკვიდურობა და როგორ შეარჩიოთ ბინა, რომელიც მომავალში ადვილად გაიყიდება?
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.