საცხოვრებელი
საინვესტიციო

გამოქვეყნებულია: 12 Jun 2025

გამომცემელი: BM.GE

მაქრო დეველოპმენტი მასშტაბურ, მულტიფუნქციურ პროექტს აანონსებს - “მაქრო სითი თბილისის” წინასწარი გაყიდვები იწყება

Bm.ge

ქართულ დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეული კომპანია MAQRO DEVELOPMENT დედაქალაქში ახალ, მასშტაბურ პროექტს - “მაქრო სითი თბილისს” - აანონსებს, რომელიც კომპანიის ეკომეგობრული კონცეფციის საუკეთესო გაგრძელებაა. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 100 000 მ²-ზე განთავსდება, მომავალ მობინადრეებს ერთ სივრცეში ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

“მაქრო დეველოპმენტის ძირითადი კონცეფცია წლების განმავლობაში უცვლელია. ჩვენ ვქმნით ეკომეგობრულ მწვანე კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც საქართველოს დეველოპერულ სექტორში სრულიად ახლებურ სტანდარტს და მიდგომებს აყალიბებენ, რისი ნათელი მაგალითია ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები: “მწვანე ბუდაპეშტი” და “მწვანე ალმასი”. „მაქრო სითი თბილისში“ ეს ღირებულება უცვლელია”, - ამბობენ კომპანიაში.

პროექტის ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ და გამწვანებულ სივრცეებს დაეთმობა. მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ კორტს, კალათბურთის მოედნებს, ღია და დახურულ ფიტნესსივრცეებს, ველო და სარბენ ბილიკებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს, რაც “მაქრო სითი თბილისის” მობინადრეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

“მაქრო სითი თბილისში” თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მოქნილი დაგეგმარების საოფისე სივრცეებიც მოეწყობა, რომლებიც როგორც მცირე, ასევე მსხვილი კომპანიების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. კომპლექსშივე განთავსდება კომერციული ზონაც, რომელთა ფასადებიც ტერიტორიის როგორც შიდა, ასევე გარე მხარეს გადაჰყურებს, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის როგორც მობინადრეებისთვის, ასევე გარე მომხმარებლებისთვის და ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც.

მულტიფუნქციური პროექტი დედაქალაქის ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ცენტრიდან ავტომობილით 15 წუთის სავალზე, ნოე რამიშვილის N30-ში აშენდება, რაც მობინადრეებს განტვირთვისა და რელაქსაციის უნიკალურ საშუალებას მისცემს. საუბარია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სტრატეგიულ უბანზე, სადაც თავმოყრილია როგორც ძირითადი სატრანსპორტო კვანძები, ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. სულ რამდენიმე წუთში მარტივად მისადგომია მეტროს სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან. ახლოს მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც პროექტს დამატებით ღირებულებასა და უპირატესობას ანიჭებს. "მაქრო სითი თბილისის" მახლობლად განლაგებულია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცე „ისტ პოინთი“, ხოლო ავტომობილით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში გასეირნება.

""მაქრო სითი თბილისი“ უნიკალურია არა მხოლოდ მასშტაბებით, არამედ იმ თანამედროვე თვითკმარი კონცეფციით, რომელსაც პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს. პანდემიის გამოცდილებამ მკაფიოდ გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია საცხოვრებელ გარემოში არსებობდეს სპორტული, რეკრეაციული, კომერციული და საგანმანათლებლო სივრცეები. "მაქრო სითი თბილისი" კი, სწორედ ასეთ საჭიროებებზეა მორგებული, „ქალაქი ქალაქში“, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი", - ამბობენ კომპანიაში.

კომპლექსში წარმოდგენილია როგორც სტანდარტული, ასევე ტერასული ტიპის 2, 3 და 4 ოთახიანი ბინები, ასევე ბინები საკუთარი ეზოთი - ყველაფერი ეს კი უზრუნველყოფს, რომ “მაქრო სითი თბილისი” სხვადასხვა ზომის ოჯახების ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. კომპლექსში აშენდება საბავშვ ბაღიც, რაც მობინადრეთა კომფორტს კიდევ უფრო ზრდის.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი MAQRO DEVELOPMENT-ის ინიციატივა, მცირე ზომის ბინების შეთავაზების სახით, ახალ პროექტშიც გაგრძელდება, სადაც აპარტამენტების ფართობი 45 მ²-დან დაიწყება.

მომავალ მობინადრეებს “მაქრო სითი თბილისის” ბინები სრული რემონტის კოალიციით ბარდებათ: შეღებილი კედლები, ლამინირებული იატაკი, ალუმინის ფანჯრები, სლაიდ სისტემის კარები, კერამიკული ფილები სამზარეულოსა და აბაზანაში, იატაკის გათბობა; სამზარეულოს ავეჯი და ჩაშენებული ტექნიკა: ღუმელი, გაზქურა და გამწოვი; სველი წერტილი: სრულად აღჭურვილი სააბაზანო გარნიტური. ყველა ბინა გამოირჩევა თანამედროვე დაგეგმარებით, ენერგოეფექტურობითა და მაღალი ხარისხის გარე/შიდა მოპირკეთებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს.

ყველა იმ უპირატესობებთან ერთად, რაც “მაქრო სითი თბილისის” მულტიფუნქციურ კომპლექსში ცხოვრებას ახლავს თან, MAQRO DEVELOPMENT მომხმარებელს გადახდის განსაკუთრებულ პირობებსაც სთავაზობს, რაც ერთგვარი გაგრძელებაა კამპანიისა: “ფასები გაიზრდება” - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ რაც უფრო ადრე მიიღებს მყიდველი გადაწყვეტილებას, მით უფრო მოგებიანად შეძლებს ბინის შეძენას.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართება, რის პარალელურადაც დაიწყება “მაქრო სითი თბილისის” წინასწარი გაყიდვები, რომლის ფარგლებშიც: მ²-ის ფასი $1 250-დან დაიწყება, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადების მოქნილი პირობები, პირველადი შენატანი მხოლოდ 20%-დან, ყოველთვიური გადასახადი კი $900-დან იქნება.

აღსანიშნავია, რომ „მაქრო სითი თბილისი“ იქნება პირველი კომპლექსი დედაქალაქში, სადაც მსოფლიოში აღიარებული შვეიცარიული ბრენდის – Mövenpick Living-ის ბრენდის სასტუმრო განთავსდება, რაც პროექტს საინვესტიციო ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

იპოვე ბინა

გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.

პროექტის გალერეა

აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.

პროექტის ბროშურა

დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.