გამოქვეყნებულია: 12 Jun 2025
გამომცემელი: Entrepreneur Georgia
Entrepreneur Georgia
ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი
"მაქრო დეველოპმენტის" ახალი მასშტაბური პროექტის - "მაქრო სითი თბილისის" - ოფიციალური პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართება. ამ დღესვე დაიწყება პროექტში წინასწარი გაყიდვებიც.
"მაქრო სითი თბილისი" წარმოადგენს 100 000 კვ.მ-ზე განლაგებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის ნახევარი მწვანე, რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი მოიცავს:
ოთხ საცურაო აუზს
სამ ჩოგბურთის კორტს
ორ კალათბურთის მოედანს
ღია და დახურულ ფიტნესსივრცეებს
ველო და სარბენ ბილიკებს
საბავშვო გასართობ ზონებს
პროექტი გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. კომერციული ობიექტები განთავსდება ისეთი ბლოკებში, რომ მათი გამოყენება იყოს მოსახერხებელი როგორც მობინადრეებისთვის, ისე გარე მომხმარებლებისთვის. საოფისე ფართები კი გათვლილია როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიების საჭიროებებზე და სთავაზობს ბიზნესს მოქნილ დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.
"მაქრო სითი თბილისში" წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმატის საცხოვრებელი ბინები, მათ შორის სტანდარტული ბინები, ტერასული ტიპის აპარტამენტები და ბინები საკუთარი ეზოთი. ყველა ბინა გამოირჩევა თანამედროვე დაგეგმარებით, ენერგოეფექტურობითა და მაღალი ხარისხის გარე/შიდა მოპირკეთებით. მომავალ მფლობელებს საცხოვრებლები სრულად გარემონტებული ჩაჰბარდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ბინაში დაგხვდებათ:
შეღებილი კედლები
ლამინირებული იატაკი
ალუმინის ფანჯრები
სლაიდ სისტემის კარები
კერამიკული ფილები სამზარეულოსა და აბაზანაში
იატაკის გათბობა
სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული ტექნიკით: ღუმელი, გაზქურა და გამწოვი
სველი წერტილი სრულად აღჭურვილი სააბაზანო გარნიტურით
ბინების ფართები იწყება 45 კვ.მ-დან და არის 2, 3 და 4-ოთახიანი აპარტამენტები. საცხოვრებელი ბლოკები გათვლილია სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებზე. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის, ღია და დახურული ავტოსადგომების მოწყობასაც.
MAQRO DEVELOPMENT-ის შემთხვევაში დროული გადაწყვეტილება ნიშნავს სარგებელს – კვადრატული მეტრის ფასი გაყიდვების ამ ეტაპზე $1 250-დან იწყება. მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება, პირველადი შენატანით 20%-დან და ყოველთვიური გადახდებით $900-დან. მთავარი გზავნილია – "ფასები გაიზრდება", რაც ხაზს უსვამს დროულად მოქმედების მნიშვნელობას, რადგან მშენებლობის შემდგომ ეტაპებზე ღირებულებაც მოიმატებს.
"მაქრო სითი თბილისი" შენდება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით - ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა მეტროსადგური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ძველი თბილისის ისტორიული უბნები, პოპულარული სავაჭრო სივრცე "ისთ ფოინთი".
გარდა ამისა, მომავალში დაგეგმილია კახეთის ავტომაგისტრალის პირდაპირ დაკავშირება ქალაქის შემოსასვლელთან და ახალი, თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა - ეს ცვლილებები კი მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე სწორედ ამ ტერიტორიაზე.
პროექტის განსაკუთრებულობას, ასევე, განაპირობებს Mövenpick Living-ის ბრენდის საერთაშორისო სასტუმროს განთავსება "მაქრო სითი თბილისის" ტერიტორიაზე - ეს იქნება პირველი შემთხვევა დედაქალაქში, რაც პროექტს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს სძენს.
"მაქრო სითი თბილისი" წარსული პროექტების გამოცდილებითა და დაკვირვებით იქმნება. ახალ პროექტში გაცილებით გაზრდილია რეკრეაციული სივრცის მოცულობა და ინფრასტრუქტურა, რაც ტრადიციულად "მაქრო დეველოპმენტის" პროექტს თვითკმარ საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცედ აქცევს.
🔗 - https://www.entrepreneur.com/ka/business-news/maqro-development-14-ivniss-akhal/493159
14 Oct 2025
Forbes Georgia
ურბანული ცხოვრების ახალი პარადიგმა
21 Aug 2025
Georgian Today
მაქრო სითი თბილისი: როგორ ცვლის მრავალფუნქციური პროექტი სამგორის როლს თბილისის ურბანულ განვითარებაში
20 Jul 2025
Forbes Property
უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად
17 Jul 2025
Entrepreneur
ქალაქი ქალაქში – MAQRO CITY TBILISI ურბანული განვითარების ახალ სტანდარტებს ნერგავს
გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.
აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.
დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.