გამოქვეყნებულია: 04 Jun 2025
გამომცემელი: Georgian Today
შეიძლება უკვე შეამჩნიეთ ეს გზავნილი — თამამი, მინიმალისტური და ოდნავ იდუმალი: „ფასი გაიზრდება.“ ერთი შეხედვით ეს უბრალო თიზერია, თუმცა რეალურად კარგად გათვლილი სტრატეგიის ნაწილა და მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას მოასწავლებს.
Maqro Development ახალი პროექტის წარდგენისთვის ემზადება და აღნიშნული კამპანია ამ პროცესის პირველი საჯარო მინიშნებაა. Maqro-ს ფასების სტრატეგია საშუალებას აძლევს ადრეულ მყიდველებს, ბინები ხელსაყრელ ფასად შეიძინონ, ხოლო კომპანიას, უზრუნველყოს პროექტების ღირებულების სტაბილური ზრდა დროთა განმავლობაში.
Maqro იყენებს დინამიკურ ფასებს — საწყისი ღირებულება შედარებით დაბალია და დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად იზრდება. ეს მოდელი ძალიან ეფექტიანად მუშაობს: ხელს უწყობს გაყიდვებს, ზრდის შემოსავალს და ინარჩუნებს კომპანიის შემოთავაზებების კონკურენტუნარიანობას სწრაფად ცვალებად ბაზარზე.
ეს მხოლოდ თეორია არ არის. მაგალითად, წინა პროექტში Green Budapest, ბინების ფასი თავდაპირველად 1 მ²–ზე 700 $ იყო, ხოლო გაყიდვების ეტაპზე 1,500$ გაიზარდა. დღეს ეს ბინები მეორად ბაზარზე 2,500$ –2,750 $-ია. Green Diamond-ის შემთხვევაშიც, საწყისი ფასი 700 $ იყო, წინასწარი გაყიდვების პერიოდში კი, 1,350$-მდე გაიზარდა, ხოლო ამჟამად საშუალო ფასი 1,500 $ -ია.
ეს მონაცემები ნათლად ასახავს Maqro-ს პროექტებში ადრეული ინვესტირების უპირატესობას. მათ, ვინც დროულად შეაფასა შესაძლებლობა, ბინები არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინა, არამედ მშენებლობის დასრულებამდე მისმა ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა.
პროექტის წარდგენა სულ უფრო ახლოვდება, ხოლო თიზერ კამპანია ერთმნიშვნელოვან გზავნილად იქცა მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესს: საწყისი პირობებითა და ფასით სარგებლობის შანსი მალე ამოიწურება.
By Team GT
🔗 - https://georgiatoday.ge/what-maqro-development-means-when-says-price-will-rise/
24 Dec 2025
Forbes Georgia
სტანდარტულ ფასდაკლებაზე მეტი: ახალი შესაძლებლობები უძრავი ქონების ბაზარზე
14 Oct 2025
Forbes Georgia
ურბანული ცხოვრების ახალი პარადიგმა
21 Aug 2025
Georgian Today
მაქრო სითი თბილისი: როგორ ცვლის მრავალფუნქციური პროექტი სამგორის როლს თბილისის ურბანულ განვითარებაში
20 Jul 2025
Forbes Property
უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად
ეწვიეთ ჩვენს პროექტს და თავად ნახეთ, რატომ არ არის ეს უბრალოდ შენაძენი — ეს არის ჭკვიანური ინვესტიცია გრძელვადიანი ღირებულებით.
გაეცანით ჩვენი პროექტის გალერეას და იხილეთ, რატომ ჰპირდება ეს ინვესტიცია განსაკუთრებულ მომგებიანობას.
აღმოაჩინეთ შესაძლებლობები მიიღოთ მაღალ მოგებას — გაეცანით ჩვენი პროექტის ბროშურას და გაიგეთ, რა ახდენს ამ ინვესტიციას გამორჩეულს.